„რუსთავი 2“-ს მისამართით ლევან ბერძენიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
ნიკა გვარამია:
„ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში. ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც“.
თენგო გოგოტიშვილი:
"არ მივესალმოთ ამ კაცს? დავუმახსოვროთ მაინც".
ნიკა გვარამია:
"არც მივესალმოთ და არც დავუმახსოვროთ. თავისი ეყოფა მაგ კაცს. დეგრადირ-დემითოლოგიზირებულია... დაანებე თავი. ეგეთი მეასე ვიოლინო მაგ უმრავლესობაში იმდენია და ყველა ერთიდაიგივე სისულელეს ბოდავს, მაგათ პასუხებზე თუ ავეწყვეთ, საქმე როდისღა ვაკეთოთ".
თენგო გოგოტიშვილი:
"ჯაჭვლიანი ხომ არაა, ეს ინტელექტუალური ლიდერია პარტიის".
"რუსთავი 2" დასავლეთს რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ეს იქნება ქვეყნის პრობლემა, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანს. ყველა შემთხვევაში ეს პროცესი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






