აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:33, 12 Aug, 2015     2815
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის წინაამღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში და საერთაშორისო იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს.

დე ფაქტო უწყებამ კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადაიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა. აფხაზური მხარის პროტესტს იწვევს ის ფაქტი, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ამასთანავე მათი თქმით ქართული მხარე ფაქტების ფალსიფიცირებას ახდენს, როდესაც აცხადებს, რომ აფხაზეთიდან საომარი მოქმედებების დროს დევნილად 430 ათასი ადამიანი იქცა, მათი თქმით 1989 წლის აღწერის მიხედვით აფხაზეთის მოსახლეობა 525 ათას ადამიანს შეადგენდა, საიდანაც ეთნიკური ქართველი 240 ათასი იყო. მათი განცხადებით კონფლიქტის შედეგად დევნილად ქცეული ადამიანების რიცხვი არ შეიძლება აჭარბებდეს ამ რაოდენობას. ამასთანავე აფხაზეთის დე ფაქტო უწყების თქმით, გალის რაიონში 60 ათასი დევნილი უკან დაბრუნდა. უწყება ასევე უარყოფს ენგურის ხიდზე გალის მაცხოვრებლების მოძრაობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებსაც.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო და მისი პარტნიორები ევროკავშირიდან თავად არღვევენ ადამიანის უფლებებს, იმის გამო რომ ისინი არ აძლევენ აფხაზეთის მაცხოვრებლებს თავისუფალი გადაადგილების, განათლების და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალებას. ამასთანავე დე ფაქტო უწყება აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ საქართველო ცდილობს კონფლიქტის მხარედ არა აფხაზეთი და საქართველო, არამედ რუსეთი და საქართველო წარმოაჩინოს.

„ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ანგარიში არ ასახავს რეალობას, ატარებს მიკერძოებულ ხასიათს და მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დოკუმენტი ეწინააღმდეგება ჟენევის დისკუსიების სულისკვეთებას და შეიძლება დააზიანოს ის მრავალწლიანი ძალისხმევა, რასაც მხარეები და მედიატორები კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია იჩენენ“- აღნიშნულია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42