საზოგადოება „ივერიის“ წევრი ნიკა რურუა ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე მოვლნებს ეხმაურება და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხელისუფლების პოზიცია სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს.
"როცა ჩვენ ვაწარმოებდით სხვანაირ აქტიურ საგარეო პოლიტიკას, მაშინ რუსეთს ასეთი მცოცავი ანექსია უჯდებოდა კონკრეტული პოლიტიკური ფასი. დღეს ეს ხდება ისე, ვითომც ამას საერთოდ არ ქონდეს ადგილი და ფაქტიურად თავისუფალი სამყარო ამას არ ამჩნევს, რადგან ჩვენ ყველა საერთაშორისო მონიტორიდან ჩამოვხსენით ჩვენი თავი. ფაქტიურად ვართ ერთი ერთზე რუსეთთან", - აცხადებს რურუა.
საოკუპაციო ხაზმა კიდევ 800 მეტრით გადმოიწია. ქარელის რაიონში საოკუაპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს და გარდა ხურვალეთისა და წითელსოფლის მიწებისა, ამ ტერიტორიაზე მოექცა უკვე სოფელ თამარაშენის მიწებიც.
მასალის გამოყენების პირობები






