ე.წ ” საზღვრის” გადმოწევა და მოსალოდნელი იდეოლოგიური ომი რუსეთის მხრიდან- ექსპერტის პროგნოზები
პოლიტიკა - 22:19, 11 Aug, 2015     2485
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საოკუპაციო ზოლში ე.წ. „საზღვრის“ კვლავ გადმოწევასა და ახალი ბანერის აღმართვასთან დაკავშირებით ”გურიის მოამბეს” ესაუბრა. ლაგაზიძის თქმით ეს არის რუსეთის მხრიდან განხორციელებული მორიგი ვანადლური აქტი

”ეს მორიგი ვანდალური აქტი, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ გადმოდგმული ნაბიჯების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ გზით ემზადება საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამავე კონტექსტში განსახილველი თემაა ემბარგოს საკითხის წამოწევა და ქართული ღვინის პროდუქციაზე შესაძლო აკრძალვაც. რუსმა სტრატეგებმა როგორც სჩანს გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკიდან აირჩიონ მხოლოდ მათრახის პოლიტიკა. დაშინების პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური, ისევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ამ გზით აიძულონ საქართველოს მოსახლეობა, რომ 2016 წლის არჩევნებში ხმა მისცენ უპირატესად პრორუსულ ძალებს. რამდენად წარმატებული იქნება მათი ეს ტაქტიკა ეს დამოკიდებულია არამარტო რუსეთის პოლიტიკაზე, არამედ უპირველესად საქართველოს ხელისუფლების მზაობაზე, საქართველოს საზოგადოების მზაობაზე. იმიტომ, რომ ამას აუცილებლად მოყვება იდეოლოგიური ომი რუსეთის მხრიდან და რამდენად მზად შეხვდება საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ამ იდეოლოგიურ ომს. ეს იქნება გადამწყვეტი უკვე, ჩვენ რა ტიპის პარლამენტს მივიღებთ. მივიღებთ ბოლო 25 წლის განმავლობაში უპირატესად პრორუსულ პარლამენტს თუ შევინარჩუნებთ დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.” - განაცხაა ხათუნა ლაგაზიძემ.

ექსპერტის თქმით ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია , თუმცა მისი ვალდებულებაა ამ მოვლენების ფონზე დასავლეთთან ურთიერთობაში ძალიან აქტიური იყოს:

”ხელისუფლება არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მე მახსენდება ახლახანს, დავით უსუფაშვილის შეხვედრები „ნატოს“ ოფიციალურ პირებთან. როცა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ნატო“ პირდაპირ გვეუბნება, თუ საქართველო მოახდენს რუსეთთან ვითარების ესკალაციას, ასეთ შემთხვევაში „მაპ“-ი კიდევ კარგა ხნით გადაიწევს. ასე რომ, საქართველო ერთის მხრივ იძულებულია, რომ თავი აარიდოს რუსეთთან ესკალაციას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება ტერიტორიების ახალი მონაკვეთების მიტაცება. მეორეს მხრივ ამ მიმართულებით დასავლეთისგან აქტიური მხარდაჭერა და გარანტიები არა აქვს. მაგრამ არა აქვს იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის იმდენად აქტიური, რამდენადაც ის უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. ერთია ის, რომ შენი პარტნიორები გთხოვენ არ მოახდინო ესკალაცია რუსეთთან და მეორეა ის, რომ შენი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა დასავლეთს აუხსნა რა ხდება ყოველდღიურ ყოფაში და შენს ურთიერთობებში რუსეთთან. თუ შენ პირში წყალი ჩაიგუბე, დასავლეთი ჩათვლის, რომ შენ რუსეთისგან პრობლემა არა გაქვს, და ასე მეთოდურად და ნელ-ნელა დაკარგავ იმ ტერიტორიებს, რომელიც ჯერ კიდევ იურიდიულად და სამართლებრივი თვალსაზრისით ეკუთვნის საქართველოს. ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, იყოს ძალიან აქტიური დასავლეთთან ურთიერთობებში-დაარქვას მოვლენებს თავისი სახელი და აიძულოს დასავლეთი მისცეს ის შეფასება, რა შეფასებაც ეკუთვნის რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით გადმოდგმულ, ლამის ყოველდღიურ ნაბიჯებს, კერძოდ ის, რომ დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ რუსეთი დღეს ომს აწარმოებს არამარტო უკრაინაში და უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ღია ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგაც. იმიტომ, რომ შედეგი, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში ერთია, ტერიტორიების დაპყრობა და მიტაცება რუსეთის მიერ.“- აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42