,,რუსეთს სურს ან ბოლომდე იხეიროს ან მიიღო კონკრეტული დაპირებები ამ მთავრობის მიერ“ - შაშკინი
პოლიტიკა - 19:49, 11 Aug, 2015     1618
საოკუპაციო ბანერის გადმოწევას სოციალურ ქსელში ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი:

,,ახლა რასაც დავწერ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება და ეყრდნობა მხოლოდ ლოგიკას და კრიტიკულ აზროვნებას.

ყველა, ვინც ერკვევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში და საგარეო პოლიტიკაში, დამეთანხმება, რომ ძნელად წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში საქართველოში იყოს მთავრობა, რომელიც რუსეთისთვის ისეთივე კომფორტული იქნება, როგორც ამჟამინდელი.

ამ მთავრობამ გაუღო კარი და არ უშლის რუსული იდეოლოგიური მანქანის მუშაობას საქართველოში, ამ მთავრობამ გაუშვა ციხეებიდან რუსეთის ჯაშუშები, ეს მთავრობა დევნის, რუსეთის აზრით მათ #1 მტერს მიხეილ სააკაშვილს, ამ მთავრობის პოლიტიკის შედეგად, საქართველო გაქრა საერთაშორისო პოლიტიკის რადარებიდან, დე-ფაქტო დაპაუზებულია ქვეყანა, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია და ასე შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში რუსეთმა გააათმაგა ზეწოლა საქართველოზე. და თუ ამას შეხედავთ შიდა პოლიტიკური კუთხით დაინახავთ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს ამ მთავრობის რეიტინგს, რადგან ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დე-იურე ანექსია აფხაზეთის და ცხინვალის, ყოველკვირეულ რეჟიმში ოკუპაციის ხაზის გადაწევა, ფართომასშტაბიანი რუსული წვრთნები აფხაზეთში და ცხინვალში, თრუსოს ხეობის ოკუპაციის მუქარა. ბოლო დღეებში ამას დაემატა ახალი ემბარგოს მუქარა მედვედევის მხრიდან და აფხაზეთში რკინიგზის ფორსირებული აღდგენა.

ამ არალოგიკურ სიტუაციას აქვს ორი ახსნა: ან რუსეთმა გადაწყიტა რომ ბოლომდე იხეიროს მომენტით და საქართველოს კონფორმისტული მთავრობის პირობებში მაქსიმალური სარგებელი ნახოს თავისთვის, მაგრამ ამითი ის ბუნებრივია ამოკლებს ამ მთავრობის დღეებს, ან რაღაც მომენტში რუსეთმა მიიღო კონკრეტული დაპირებები აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან და ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში, რომელიც მოგვიანებით ვერ შესრულდა ამ მთავრობის მიერ.

პრინციპში, პუტინს ახასიათებს ესეთი სადამსჯელო მოქმედებები და მე ვფიქრობ, მალე ჩვენ დავინახავთ რომელი ვარიანტი სწორეა...“ - წერს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42