"ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზო სივრცეში"- ლევან ბერძენიშვილი "რუსთავი 2"-ის შესახებ
პოლიტიკა - 18:28, 11 Aug, 2015     5136
"რუსთავი 2" დასავლეთს რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ეს იქნება ქვეყნის პრობლემა, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანს. ყველა შემთხვევაში ეს პროცესი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი.

დეპუტატის თქმით ხელისუფლება ტელევიზიის საქმეებში არ ერევა, თუმცა კერძო პირებს აქვთ უფლება, სასამართლოში იდავონ, ბერძენიშვილის თქმით მთავარია სასამართლოს საქმეებში არავინ ჩაერიოს:

„ნიკა გვარამია საინტერესო რაღაცას ამბობს, ხალვაში და აქიმიძე-დვალი და სხვები ერთად ვერ იქნებიან. ყველას სხვადასხვა ინტერესი აქვს. ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა ადვილია. მაგან კარგად იცის ეგეთი ამბები როგორ ხდება. ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელმაც ტელევიზიის საშუალებით ადამიანები აგენტებად გამოაცხადა და სხვა ტელევიზიების დაყადაღებაზე ისტორიული სიტყვა თქვა. ამის შემდეგ გვარამია ჩემთვის ადამიანიც აღარ არის.“- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი. მისი თქმით იმის თქმა რომ რუსთავი ორის გარშემო განვითარებული მოვლენებით სიტყვის თავისუფლება იზღუდება გადაჭარბებულია:

„ეს არის უსიამოვნო ამბები, მაგრამ ეს არ არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. მაგ ტელევიიზიის ამბები უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ბანდიტური გარჩევების, დაყაჩარების კლასიკური მაგალითი. ვის ეკუთვნოდა თავიდან, ვიცით, მაგრამ მერე ვის ხელში აღმოჩნდა ეს კანონიერად, არ ვიცით. თუ მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ არ იქნება ტელევიზია, ამით ტრაგედია არ შეიქმნება, მაგრამ ხელისუფლება მის საქმეებში არ ჩაერევა.“- აღნიშნავს დეპუტატი.

ლევან ბერძენიშვილის თქმით „რუსთავი 2" დასავლეთს რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს

„ეს იქნება ქვეყნის პრობლემა, ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანს. ყველა შემთხვევაში ეს პროცესი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია,დიახ, დასავლეთისგან იქნება შენიშვნები, ეს კი ბუნებრივია. "ნაცმოძრაობაც" იტყვის, რომ ვართმევთ ტელევიზიას და დეპუტატების ლიკვიდაციას ვაპირებთ, მაგრამ მთავარია, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. თქვენ იგრძენით რაიმე ცვლილება რუსთავი 2 - სგან? მე - არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზო სივრცეში"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

წყარო „რეზონანსი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42