,,ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა უკვე ამ საკითხზე, არაერთი პოზიცია დაფიქსირდა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ და ამჯერად, ამ კონკრეტულ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ქმედებების, უფრო სწორად უმექდობის შეფასებასებაც კი ზედმეტია, მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ, ხელისუფლებამ მინიმუმ არ უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებს დღეს. ეს ცალსახა და მკაფიოა. როცა ხელისუფლება რუსეთის საკმაოდ სახიფათო აგრესიულ ქმედებას პასუხობს მხოლოდ წინა ხელისუფლების შეფასებით ან კიდევ წარსულზე აპელირებით, ის თავის მართლების რეჟიმშია, რაც ძალიან სახიფათო შდეგის მომტანია ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ადამიანებს უჩნდება კითხვები - ან ხელისუფლება შესულია ბინძურ გარიგებაში მტერთან ან მისი პოზიცია, მათი უმოქმედობიდან გამომდინარე, იმდენად კაპიტულანტურია, რომ არ იციან, რა აკეთონ და სრული ქაოსი აქვთ საგარეო პილიტიკური მიმართულებით. არ შეიძლება, მმართველ ძალას გააჩნდეს გეგმა-სტრატეგია რუსეთთან, მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით და ცინიკოს ზაქარეიშვილის ვექილობის იმედად იყოს ქართველ ხალხთან ურთიეთობაში“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი ,,ნიუპოსტთან“.
ქარდავა მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში საზოგადოებას რჩება ერთი ბერკეტი, ოკუპაციის მიმართ მასობრივი პროტესტისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის გზით დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ის რუსულ ოკუპაციას არასოდეს შეეგუება.
,,ქართული საზოგადოება ვერასოდეს შეეგუება როგორც რუსეთის ასეთ ცინიკურ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ხელისუფლების უაზრო ფლირტს რუსეთთან. ქართული საზოგადოების ხელში სხვა ბერკეტი ახარ რჩება გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ მასობრივი პროტესთით გააპროტესტოს მისი ქვეყნის დანაწევრება და მეორეს მხრივ, მკაცრი ზეწოლა განახორციელოს თავის ხელისუფლებაზე. ამით მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ქართველი ხალხი შეუგუებელია რუსული ოკუპაციისადმი, ხოლო ზაქარეიშვილის მსგავსი ხელისუფალნი არ გამოხატავენ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ნებას. ხოლო, აი, იმ ბანერს, რომელიც რუსებმა გადმოწიეს, ზაქარეიშვილს რომ დაუდგამენ სახლთან, ბევრი მიხვდება, რომ ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას მეტი გონიერება და აქტიურობაა საჭირო, ხოლო წარსულისთვის გადაბრალებით და რუსეთისთვის კუდის ქიცინით ფონს ვერ გავლენ“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






