,,პირველი იქ უნდა იდგეს საგუშაგო ბლოკპოსტები, ამაში არაფერია კატასტროფული. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მაშინ ჩვენ საოკუპაციო საზღვარს ვცნობთო, მაგრამ ეს სისულელეა. ჩვენი პოსტი უნდა იყოს. მეორე არის ის, რომ საზოგადოების შიგნით დაწყებული რუსული პროპაგანდა და აქტივობები აუცილებლად უნდა გაჩერდეს. ზოგიერთმა შეიძლება ეს მონათლოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლად, მაგრამ არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან იმ ტელეარხებს და გაზეთებს, რომლებიც აფრქვევენ სიბინძურეს და ძალადობისკენ მოწოდებით არიან დაკავებული. ეს არის ყველანაირი ნორმის დარღვევა და მსგავსი საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვა არანაირი დემოკრატიის დარღვევა არ იქნება. მათ საბოლოო ჯამში გააკეთეს ის, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე არის დაბნეული და დემორალიზებული, ფიქრობენ რომ არავინ ჩვენ არ გვიშველის, რუსეთის მაინც შეგვჭამს, ან ფიქრობენ იმას, რომ რუსეთი ჯობია დასავლეთს, რუსეთში ცხოვრობენ წმინდანები, ცხოვრობენ სწორად და მართლმადიდებლურად, რაც დიდი სისულელეა. ეს არის ორი მიმართულება. ხელისუფლებას ვთავაზობ მარტივ გამოსავალს - მათ ხელშია პარლამენტი და მიიღოს კანონი მასმედიის შესახებ, სადაც აიკრძალება ძალადობისკენ მოწოდება, პირდაპირი დეზინფორმაცია, სადაც აიკრძალება შეურაცხყოფის მიყენება და ყველა პრორუსული საინფორმაციო საშუალება ავტომატურად დაიხურება, რადგან ისინი ამ ელემენტარული ეთიკის მოთხოვნებსაც კი ვერ გაუძლებენ.
რუსეთი ფიქრობს, რამდენად გაუვა, როცა ხედავს რომ რეაქცია აქრის დაბნეული, ფიქრობს რომ საზოგადოება არის იმდენად დემორალიზებული, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ თავისით ჩამივარდება ხელში. რუსეთი ტესტავს ამას და როგორც ვხედავთ ტესტის შედეგები ჩვენთვის კარგი არ არის“ - აცხადებს შარაშენიძე.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ საზღვარი არ გადმოწეულა, ექსპერტის თქმით, საზოგადოება, ნაცვლად ერთმანეთის დაპირისპირებისა, დღეს ყველა საოკუპაციო ხაზთან უნდა ჩადიოდეს და ოკუპანტებს მიტინგებს უწყობდეს დისკომფორტის შესაქმნელად.
,,მე არ ჩავსულვარ, მაგრამ როცა ამდენი საინფორმაციო საშუალება ამბობს, რომ გადმოწეულია, ეჭვი ჩნდება უკვე. თინა ხიდაშელს ვერ დავაბრალებ პრორუსულობას, მაგრამ ძალიან მიჭირს რამის თქმა იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერი არ გადმოწეულა. კარგი იქნება თუ იქ იდგება ჩვენი სამართალდამცავების პოსტები, მუდმივად იქნებიან იქ და რაღაცნაირად დისკომფორტს მაინც შეუქმნიან ოკუპანტებს ბოლოს და ბოლოს. ცუდი კიდევ ის გახლავთ, რომ როცა საზღვრის გადმოწევა ხდება, ჩვენი საზოგადოება დაკავებული ჩხუბით და ერთმანეთზე გაწევ-გამოწევით და არ არის მობილიზებული ამ პრობლემის წინააღმდეგ. წესით ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და მიტინგი უნდა მოვუწყოთ და დისკომფორტი შევუქმნათ, მსგავსი არ ხდება არაფერი როგორც ვხედავთ და თუკი ვინმე ჩადის და მიტინგს მართავს, მწარე პასუხებს იღებენ, რომ ესენი ხომ ,,ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, არ არიან გულწრფელები და ა.შ. რა სისულელეა?! როგორ შეიძლება მსგავსი დამოკიდებულება გქონდეს მათ მიმართ, ვინც იქ მიდის და პროტესტს გამხატავს?!“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
საოკუპაციო ხაზმა კიდევ 800 მეტრით გადმოიწია. ქარელის რაიონში საოკუაპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს და გარდა ხურვალეთისა და წითელსოფლის მიწებისა, ამ ტერიტორიაზე მოექცა უკვე სოფელ თამარაშენის მიწებიც დაახლოებით 60 ჰექტარი.
მასალის გამოყენების პირობები






