,,საქართველოს ხელისუფლებას დუმილის სახით, საზღვრის გადმოწევაზე თანხმობა აქვს მიცემული“ - პეტრიაშვილი
პოლიტიკა - 13:35, 11 Aug, 2015     1083
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თამარაშენში საზღვრის გადმოწევის ფაქტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გეგმაზომიერი პოლიტიკის განხორციელების კიდევ ერთი გამოხატულებას უწოდებს.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში პეტრიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ამის მიუხედავად რუსეთთან შემრიგებლურ და კაპიტულანტურ პოლიტიკას ახორციელებს.

„ეს არის რუსეთის მიერ ანექსიისა და ოკუპაციის გეგმაზომიერი პოლიტიკის განხორციელების კიდევ ერთი გამოხატულება. ეს ხორციელდება კონკრეტული სქემისა და გეგმის მიხედვით. სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქალაქეები, ვინც ამ წლების განმავლობაში მამაცად ცხოვროდბენ ოკუპირებულ რეგიონებში, დღეს იძულებულები არიან, იქიდან წამოვიდნენ. ეს ნიშნავს უფრო მეტ დევნილს ჩვენს ქვეყანაშუ, ახალ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს... ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი. ისინი 24 საათიან რეჟიმში თანადგომას უნდა უცხადებდნენ ამ ხალხს, რასაც ვერ ვხედავთ. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სახელმწიფო ცდილობს შემრიგებლური და კაპიტულანტური პოლიტიკის განხორციელებას, პრაგმატული პოლიტიკა დაარქვას. ეს არის ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. სამწუხაროა, რომ ჩვენს სახელმწიფოს თავმოყვარე ხელისუფლება არ ჰყავს, ვინც მაქსიმუმს გააკეთებდა“, - ამბობს პეტრიაშვილი.

იგი არასწორს უწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომ საზღვარმა 2008 წელს გადმოიწია და ახლა მისი ტექნიკური აღჭურვა ხდება.

„ჩვენ არავითარ ესკალაციას არ ვგულისხმობთ. არსებობს საშუალებები, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უნდა მივიქციოთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარომადგენლები თავად ამტკიცებენ, რომ არაფერი არ ხდება, ეს 2008 წელს დაკანონდა და ეხლა რეალურად ამის ტექნიკური აღჭურვა ხდება. ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობას რა უნდა მოვთხოვოთ. დარწმუნებული ვარ ხელისუფლება შეგუებული იმ აზრს, რომ ის, რაც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს - ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი, იმის გასწვრივს მავთულხლართების და ბანერების აღმართვას რეალურად რუსეთი აუცილებლად განახორციელებდა. ხელისუფლებას ან დუმილის სახით ან გაუპროტესტებლად, ამაზე პრინციპში თანხმობა მიცემული აქვს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რეალურად ჩვენ ვერ ვხედავ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე, რომ სახელმწიფომ მათ ტკივილი შეუმსუბუქოს. ოკუპირებულ რეგიონში უამრავი ადამიანი ჩადის, თუმცა არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან ამ ხალხთან არავინ მიდის“, - განაცხადა პეტრიაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბარში.

საოკუპაციო ხაზმა კიდევ 800 მეტრით გადმოიწია. ქარელის რაიონში საოკუაპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს და გარდა ხურვალეთისა და წითელსოფლის მიწებისა, ამ ტერიტორიაზე მოექცა უკვე სოფელ თამარაშენის მიწებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42