ვგმობთ მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ აქტს- საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პოლიტიკა - 13:21, 11 Aug, 2015     1594
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება გმობს მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის ფედერაციას დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“ნიუპოსტი“ საგარეო უწყებსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის 10 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ბანერს მიღმა მოექცა.

მსგავს უკანონო ქმედებას ადგილი ჰქონდა ასევე 6 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს განმეორებით იქნა დამონტაჟებული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მხრიდან მორიგ პროვოკაციულ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებებისგან.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით,"-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42