რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა
პოლიტიკა - 12:27, 11 Aug, 2015     1565

2015 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ოთარ დანელიას განცხადებით, გასულ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და სტიმულირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სწორი პოლიტიკისა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, გაიზარდა ღვინის წარმოება და ქართული ღვინის საექსპორტო არეალი. ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა, დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები.
,,წელს ყურძნის უხვი მოსავალია და ხარისხიც საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვან და მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება განაპირობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უარყოფითად აისახა - მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე. შესაბამისად, დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ კვლავ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად, რთველი 2015-ის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ. საფერვზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის იაფი სესხის გაცემაც გაგრძელდება.
,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.
ღვინის ერობნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რთველი 2015-ის ტექნიკური დეტალებზე ისაუბრა.

,,რთველი 2015 -ის ორგანიზებულად ჩატარებისა და პროცესში ჩართულ მხარეებს შორის მაქსიმალური კომუნიკაციის მიზნით, წელს რთველის სკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. ამასთან, შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც გაიხსნება. ამოქმედდება ცხელი ხაზიც და რთველი 2015-ის ვებგვერდიც, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველის პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღების საშუალება ექნება. მომავალი კვირიდან, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაცი შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42