ბატონო პრეზიდენტო, მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ - პრემიერი პლატინის
პოლიტიკა - 10:06, 11 Aug, 2015     1780
"პრეზიდენტმა პლატინიმ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგად იცის, როდის გააკეთოს სწორი ჩაწოდება, შესაბამის დროს, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტ მიშელ პლატინის და სუპერთასის მატჩის სტუმრებს, რომელთა პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" ათასობით გულშემატკივარს არა მხოლოდ ლამაზი მატჩის ნახვის, არამედ ევროპის გამარჯვების ნახვის შესაძლებლობა ექნება, რადგან ორი ესპანური გუნდი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ითამაშებს.

პრემიერს ეამაყება, რომ საქართველო, მოდერნიზებული სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურითა და სტუმართმოყვარეობით, სპორტული ღონისძიებებისთვის თანდათან სულ უფრო მიმზიდველი ხდება.

"გარწმუნებთ, UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობა თბილისში, არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროპისთვის და აგზავნის ერთობის ძლიერ მესიჯს მთელს კონტინენტზე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
UEFA-ს სუპერთასის მატჩის მაპინძლობაზე გაწეული ძალისხმევისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა UEFA-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ და აღნიშნა, რომ სტადიონი შესანიშნავ მდგომარეობაშია.

ოფიციალურ ვახშამს UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, "ბარსელონასა" და "სევილიას" პრეზიდენტები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42