"იძულებული ვიქნები სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად" - პეტრე კოლხის მორიგი მიმართვა
სოც.მედია - 22:20, 10 Aug, 2015     29045
სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოების გავრცელების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა.

"ვერავინ და ვერაფერი გამაჩუმებს. მორალისტებმა საკუთარ ცხოვრებას და ცდომილებებს მიხედონ. მაქსიმალური სიზუსტით შევეცადე ზღვა აგრესიისთვის არ მეპასუხა და ალბათ გამომივიდა. ძალიან მოვინდომე, თავისთვის კონტროლი გამეწია და თვალები დამეხუჭა. ბევრჯერ ვულანძღივართ უსამართლოდ და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ პატარა ბავშვს რომ გილანძღავენ, არ არის ადვილი მოსათმენი...ბევრი იტყვის, არ დაედო ფოტოები და არ გაილანძღებოდაო... მღვდლის შვილი იყო და იმიტომაც მოხდაო... მესმის, ზუსტად მესმის ერთიც და მეორეც... ოღონდ ვერ დავეთანხმები, რადგან არავის ეკითხება, ვინ რა ფოტოს დადებს კედელზე. რაც შეეხება მღვდლის შვილს-ეს წოდება სულაც არ არის არც პრივილეგია, არც სტატუსი და არც მითუმეტეს მემკვიდრეობით გადაცემული მადლით სავსე საგანძური... ჩემი მღვდლობით, უფლის წინაშე თავად ვაგებ პასუხს. ჩემს შვილს თავისი მოეთხოვება. სულ არ არის აუცილებელი მღვდლის შვილი აუცილებლად სასულიერო პირი გახდეს. ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა. ვიცი, ისიც, რომ მაინც კრძალვაა საჭირო... კრძალვა არავის აწყენდა. უპირველესად მათ, ეკლესიის სახელით სამეტი წლის ბავშვის სული ლაფში რომ ამოთხვარეს. შემთხვევის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, ეჭვი მაქვს მკვლელობასაც ჩაიდენდნენ... გამოდის პოტენციურ მკვლელებთან გვაქვს საქმე...
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ეკლესია, პატრიარქი, ხალხი...
მაქვს შინაგანი წინააღმდეგობებიც. თუ ამ სიბნელეს თავი ვერ დავაღწიეთ, მე ყველაფერს ავიტან, მაგრამ იგივეს არ მოვთხოვ ჩემს ოჯახს. ამიტომ იძულებული ვიქნები სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს გაქცევას არ ნიშნავს, პირიქით, ჩემი იდეისთვის ბრძოლას აქტიურ ფაზაში შევიყვან...", - წერს პეტრე კოლხი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42