პრემიერ-მინისტრი დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის და პატრულის ინციდენტს ეხმაურება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ყველა ვინც ქართული პოლიციის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას განახორციელებს, კანონით დაისჯება.
„არავინ დაუსჯელი არ დარჩება ვინც კანონს დაარღვევს, იქნება ეს კარბელაშვილი, ჩვენი დეპუტატი, მინისტრი, თუ სხვა. ვინც ქართული პოლიციის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას განახორციელებს, იქნება დასჯილი. მე ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში ამ პროვოკატორებს, ვინც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, რომ მათი ეს მცდელობა კრახით დასრულდება. ისინი სამაგალითოდ დაისჯებიან, იქნება ეს კარბელაშვილი, ბარამიძე, თუ სხვა, ვინც პირდაპირ პროვოცირებენ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პოლიციას ასეთი ღირსეული მოქცევისთვის. ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული იქნება. დარწმუნებული, ვარ რომ ეს ადამიანი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. სხვა შემთხვევაში ასეთ სისულელეებს არ მოიგონებდა“, - ამბობს პრემიერი.
მასალის გამოყენების პირობები






