დვალი, აქიმიძე და ხალვაში არიან ივანიშვილის გეგმის ნაწილი - ბოკერია
პოლიტიკა - 16:13, 10 Aug, 2015     1416
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას და სტაბილურობას. ბოკერიას თქმით ამ პროცესების მიზანი ტელეკომპანიისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ხელის შეშლაა:

“ სურათი არის აბსოლუტურად ნათელი, დვალი და აქიმიძე ისევე, როგორც ხალვაში არიან ივანიშვილის გეგმის ნაწილი. ამ გეგმის ამოცანაა მთლიანად ჩაახშონ რუსთავი 2, ან მინიმუმ, შეუქმნან მას მაქსიმალური პრობლემები, ეფექტურ საქმიანობაში, წინასაარჩევნო პერიოდში. რუსთავი 2 არის ივანიშვილის მთავარი პრობლემა იმიტომ, რომ ის ახდენს საზოგადოების ეფექტურ ინფორმირებას, საზოგადოებას აძლევს ტრიბუნას და ხელს უშლის მას ძალაუფლების შენარჩუნებაში. ივანიშვილმა ამ გეგმის თაობაზე, ამ კონკრეტული პირების გამოყენებით, არაერთხელ განაცხადა საჯაროდ და აღუთქვა მათ მხარდაჭერა და მოუწოდა პრაქტიკულად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. იგივე გააკეთა კალაძემ და ღარიბაშვილმაც. ერთი შეხედვითაც, კი, სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმიტომ, რომ სამართლის ელემენტარულ ნორმებს არღვევს, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი პოლიტიკური კატასტროფით დამთვარდება ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას და სახელმწიფო სტაბილურობას. "- განაცხადა გიგა ბოკერიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42