"რუსთავი 2"-ის დირექტორობისთვის ამზადებენ?- რატომ "ათეთრებენ" "რიჟას" პროკურატურაში
პოლიტიკა - 14:43, 10 Aug, 2015     13055
„ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, პროკურატურა „რუსთავი 2“-ის 9% ის მფლობელის გიორგი კაპანაძის იგივე „რიჟას“ რეაბილიტაციას ცდილობს. კილაძე აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და „პირველ რადიოსთან“ იმ სქემის შესახებ საუბრობს, რა სქემითაც სკანდალურად ცნობილი კაპანაძის წარსულის გაწმენდა ხდება. ,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, სქემაში, ქიბარ ხალვაშის ძველი პარტნიორი და მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილიც არის ნახსენები.

,,ვისაც ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება ახსოვს, ემახსოვრება ის ფაქტიც, რაზეც ოქრუაშვილი ყვებოდა, რომ მისი დავალებით დააკავეს პრეზიდენტის ბიძა და მასთან ერთად ფეროშენადნობი ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი გიორგი კაპანაძე, მეტსახელად "რიჟა". დღეის მდგომარეობით, მოგეხსენებათ, რიჟა არის ,,რუსთავი 2“-ის 9 % იანი წილის მმართველი. ,,რუსთავი 2“-ში, მიმდინარე პროცესების პარალელურად, გიორგი კაპანაძის "გათეთრების"ამოცანა დაისახა მთავარმა პროკურატურამ. ჩემი ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში გიორგი კაპანაძის დაკავების ოქმი მოიძიეს და დაიბარეს იმ პირების ნაწილი, რომლებიც დაკავებაში მონაწილეობდნენ. რამდენიმე მათგანს მეგობრულად შესთავაზეს, რომ ეღიარებინათ თითქოს ,,რიჟას“ ნარკოტიკი ჩაუდეს და მას ის არ ჰქონია. დაბარებულებს შორის სკანდალურად ცნობილი დიმა დარბაისელიც ყოფილა. სპეცოპერაციაში მონაწილე ოპერებს კატეგორიული უარი უთქვამთ. არანაირი ნარკოტიკი გიორგი კაპანაძისთვის არ ჩაგვიდია, რაც დაკავების ოქმში წერია ყველაფერი სიმართლეაო. დიმა დარბაისელს კი პროკურორისთვის განუცხადებია, ახლა რეალურად წერას ნუ დამაწყებინებთ თორემ ძალიან შორს წავალთო. სტუმრებისთვის პროკურორს ასევე დელიკატურად უთქვამს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი თანახმაა ჩვენება დაწეროს, რომ გიორგი კაპანაძისთვის ნარკოტიკის ჩადება მისი დავალებით მოხდაო. რაზე სპეცოპერაციაში მონაწილე ოპერებს უთქვამთ. თუ ასე ამბობს, მაშინ ოქრუაშვილი დააკავეთ ჩვენ მსგავსი არაფერი ვიცითო. საბოლოო ჯამში შეთანხმება არ შედგა, რადგან დაკავების ოქმზე კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ხელმოწერა ფიქსირდება, რომლის ცრუ ჩვენებაზე დათანხმება პრაქტიკულად გამორიცხული ყოფილა. ძნელი სათქმელია უკავშირდება თუ არა ეს პროცესი ,,რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა-მთავარი პროკურატურა გიორგი კაპანაძის გათეთრებას ცდილობს,“-აცხადებს ელისო კილაძე.

გიორგი კაპანაძის თემას ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვარაუდს გამოთქვამს, რომ კაპანაძეს "რუსთავი ორის" დირექტორობისთვის ამზადებენ და ამისთვის მას წამებულის იმიჯის შექმნა სჭირდება:

"რუსთავი 2-ის დირექტორობისთვის ამზადებენ ეტყობა და წამებულის მანტია სჭირდება"- წერს ელისო კილაძე ფეისბუკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42