,,შვილებისათვის სათქმელად: სიტყვის წართმევა კი მოინდომეს, მაგრამ ვინ მისცემდა ამის უფლებას!“
პოლიტიკა - 14:42, 10 Aug, 2015     1700
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე, აფხაზთა კრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი მალხაზ პატარაია ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებს ეხმაურება:

დიდი ხნის წინათ, მაშინ ჟურნალისტიკაში ვსაქმიანობდი, აშშ საელჩოში დავესწარი ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ლექციას მედიის თავისუფლებაზე. ლექციის შემდეგ ერთმა ჩემმა კოლეგამ დასვა, როგორც იტყვიან, ,,პროვოკაციული“ კითხვა: მართავს თუ არა თქვენს ხელისუფლება მედიას? აუდიტორიას სახეები აეშალა. აშკარა იყო, კითხვა არავის მოეწონა. ამერიკისა და ამერიკელებისათვის ის ძალიან უადგილოდ ჩავთვალეთ.

სტუმარმა ჩაიცინა და სრული სერიოზულობით გვიპასუხა: მედიის მართვის სურვილი ყველა ხელისუფლება აქვს, მათ შორის ჩვენი ხელისუფლება გამონაკლისი არ არის, მაგრამ ვინ მისცემ მას ამის უფლებასო.

რუსთავი-2-ის ქონების დაყადაღება და სასამართლო დავა ჩვენს ცნობიერებაზე წარმოებული ახალი რუსული შეტევის ერთი დიდი რგოლია. აფხაზეთში რკინიგზის ოჩამჩირე-გალის მონაკვეთის შეკეთება, გალის რაიონში 1-ლი სექტემბრიდან ქართულად სწავლების სრულად აკრძალვის გამოცხადება, ხურვალეთში ბანერის აღმართვა, შეფარული მუქარა საავტომობილო მაგისტრალის კონტროლზე, ეხლა კიდევ კაპიტულანტური ხელისუფლების ყველაზე მწვავედ და პროფესიონალურად მამხილებელი მედია-საშულების აკრძალვისაკენ მიმართული სადამსჯელო აქცია იმის მანიშნებელია, რომ დამპყრობელის სამიზნე ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებაა.

მტერი ესწრაფვის ჩვენი აზროვნების საბოლოო გამოლაყებას მისი უძლეველობისა და დაუსჯელობის სინდრომის, ,,ბაბაიას“ ფსიქოლოგიის, მაამებლობის, ლაქუცის უბადრუკი და უბნელესი ინსტიქტების გაცოცხლება-გაღვივებით.

სხვა უკეთესი შემთხვევა მას არასოდეს ექნება. ყველგან და ყოველმხრივ ძალიან უჭირს, დასუსტებული და თავსლაფდასხმულია. ცივილიზაცია მტკიცედ დაუპირისპირდა მის აღვირახსნილობებს და საკაცობრიო სასჯელიც სულ მალე გარდაუვალი იქნება. თუმცა დაჭრილ-დაკოდილი მტაცებელი თავისას არ იშლის და აქ ჩვენში ცდილობს ხავსზე გამოკიდებას.

ცოდვა გამხელილი სჯობს. უცხო თვალისთვის მოძალადის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი საქართველოდან ისევ რუსული ჩექმისათვის ჩვრადგაგებულ, უთავმოყვარეო, და დახავსებულ ქვეყანად ვიქეცით. ლამის ისეთად, ვისთვის ხელის გაწოდება და თანადგომა მალე სირცხვილიც კი იქნება ყველგან. ჩვენივე ხელისუფლების ბოროტ ვნებებს აყოლილებმა ყურმოჭრილი ყმისა და ხეპრე ლაქიის დამღა საგულდაგულოდ დავუმიზნეთ ჩვენს შუბლებს და ლამის არის პოლიქრონიონი აღვუვლინოთ მოძალადეს. უცხვირპირო ,,ქოცისტანი“ გავხდით სრულიად შეგნებულად და მის შესანარჩუნებლად მუშაკობს ამჟამად ბოროტი მეზობელი. მან ჩვენში ახალი საარჩევნო კამპანია დაიწყო.

,,ხორცით ქართველი და სულით რუსი“,-რუსული იმპერიალიზმის ეს ძველისძველი დირექტივა არის მისი ამჟამინდელი ლოზუნგიც და დამფრთხალი, მორჩილი, გადედლებული გარემოს შექმნით თავწაკრულ რუსეთუმეთა საარჩევნო ტრიუმფს ელოდება. ,,ოცნებას“ კიდევ ერთი ციკლით გაახანგრძლივებს, მყარად მოიდგამს ფეხს და ჩვენივე ხელით ჩვენსავე სახელმწიფოს სულ თავზე გადმოგვამხობს.

ქართველების გონებისა და გულის ოკუპაციას ლამობს მტერი, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სულისკვეთების დათრგუნვას. საქვეყნო საქმისადმი ჩვენი გულგრილობა და გულარხეინობა იქნება მისი ყველაზე დიდი მოკავშირე, ურომლისოდაც ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია. დღეს მან ფრონტის ხაზი თავისუფალ მედიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე გაავლო და მზაკვრულად ელოდება რას მოვიმოქმედებთ. წავუყრუებთ თუ საკადრისად ვუპასუხებთ. ეხლა ჯერი ჩვენზე, ამ ქვეყნის მოქალაქეებზეა.

დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევას ღირსეულად მივიღებთ და შვილებს ამაყად ვეტყვით: ჩვენთვის სიტყვის წართმევა კი მოინდომეს, მაგრამ ვინ მისცემდა ამის უფლებას! ჩვენ დავიცავით ჩვენი თავისუფლება, ჩვენ დავიცავით საქართველო!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42