შეძლებენ თუ არა 2016 წელს პროდასავლური ძალები გაერთიანებას - ,,ივანიშვილის რუბიკონი გადალახულია“
პოლიტიკა - 13:15, 10 Aug, 2015     7950
რამდენად ეფექტურია ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა, რა ასახვას ჰპოვებს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე და მოხდება თუ არა პროდასავლური პოლიტიკური ძალების გაერთიანება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. საქართველოს საგარეო საფრთხეებისა და შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ,,ნიუპოსტი“ ექსპერტ მაია სპანდერაშვილს ესაუბრა.

_საქართველოს სახელმწიფოთვის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს საგარეო საფრთხეებს რომ შევეხოთ, რა არის სახელმწიფოს მთავარი ამოცანა გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე.

_სახელმწიფოს დღეს არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე აუცილებელია უსაფრთხოების სისტემის სათანადო დონეზე აყვანა. უდიდესი როლი ამ საქმეში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ენჭებათ - მათ სწორ ამოცანებზე ორიენტირებასა და შესაბამის მომზადებას. ჩრდილოეთიდან მომდინარე პარამილიტარული საფრთხე პრაქტიკულად არ ფიგურირებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების საკითხში. ეს სასწრაფოდ გამოსაწორებელია. სათანადოდ არის გასათვლელი საქართველოს ტერიტორიაზე საფრთხეების შემოღწევის გზები, პარამილიტარული ფორმირებების მოქმედების სპეციფიკა, მათთან დაპირისპირების სტრატეგია და ტაქტიკა. ჩასატარებელია მთელი სისტემის და ცალკეული ქვედანაყოფების შესაბამისი მომზადება. ცხადია, განსაკუთრებული როლი ეკისრება სპეცდანიშნულების ნაწილებს. აუცილებელია, შესაბამისი ამოცანებიდან გამოდინარე, მათი მოქმედებების კოორდინირება შეიარაღებული ძალების ნაწილებთან და ფუნქციების შესაბამისი გამიჯვნა. მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკუთვნის სამხედრო და საგარეო დაზვერვასა და კონტრდაზვერვას და მათ კოორდინირებას. ჩრდილოეთიდან მომდინარე პარამილიტარული საფრთხეზე მუშაობამ მყარად უნდა დაიკავოს თავისი ადგილი ამ სტრუქტურების ყოველდღიურ მუშაობაში.

_რამდენად ეფექტურია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია კვლავ გრძელდება. ხელისუფლებას ოპონენტები პასიურ საგარეო პოლიტიკაში სდებენ ბრალს. საუბარია იმაზეც, რომ საოკუპაციო ხაზთან საქართველომ უნდა გააძლიეროს კონტროლი, კერძოდ შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფით, იქ, სადაც მუდმივად ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, საოკუპაციო ბანერის აღმართვას, მთავარ მაგისტრალთან დაახლოებით 500 მეტრში...

_ხელისუფლების პოზიცია არა თუ არაეფექტურია, გამაღიზიანებელიც კი არის. მაშინ როდესაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ ყოველდღიურ ყოფიერებაში, საშიშროებას განიცდიან ყოველწამს სეპარატისტების მხრიდან თავდასხმის და გატაცების. ამ შემთხვევაში სრულიად ვიზიარებ ოპოზიციის პოზიციას. ასეთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში, სრულად უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი,საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნები, გააკეთონ მკაფიო და ხმამაღალი განცხადებები. მოითხოვონ საერთაშორისო მხარდაჭერა და მოხდეს კონსოლიდირება ყველა იმ ძალის რომელსაც გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტები მათზე ზემოქმედების. რეალობა კი ძალიან ბუნდოვანს ხდის ხელისუფლების პოზიციას. თუ გავიხსენებთ პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის და პაატა ზაქარეიშვილის სრულიად უპასუხისმგებლო და არადექვატურ განცხადებებს, მეუფლება განცდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ გააჩნია კომპეტენცია, უნარი და ნება, დაიცვას საკუთარი საზღვრები, მოსახლეობა. აქვე აღსანიშნავია აბაშიძე-კარასინის ფორმატის კონტრპროდუქტიულობა. ვფიქრობ, ამ ფორმატმა არათუ არ გაამართლა, ზიანიც კი მიაყენა საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ინტერესებს. ამიტომ მე ვერ ვხედავ მისი გაგრძელების აუცილებლობას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რეალობა არ არის სახარბიელო. ხელისუფლებაში მოსულია არაკომპეტენტური და გეოპოლიტიკურად გაუნათლებელი გუნდი.

უდავოდ უნდა გაძლიერდეს და გამკაცრდეს კონფლიქტის ზონაში სასაზღვრო კონტროლი შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფებით რათა იქ მცხოვრებმა მოქალაქემ იგრძნოს საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მის მშვიდ ყოფიერებაზე და მუდამ იმის შიში და განცდა არ ჰქონდეს, რომ არის დაუცველი, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მის დაცულობას. საოკუპაციო ბანერის აღმართვა, მთავარ მაგისტრალთან დაახლოებით 500 მეტრში ეს არის მესიჯი სახელმწიფოსთვის, რასაც, ადექვატური და გონიერი ხელისუფლების პირობებში უნდა მოჰყოლოდა ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები.

_რამდენად ითვალისიწნებს საქართველო მისი მეგობარი სახელმწიფოების მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში.

_ვერ ვიტყვი, რომ არ ითვალისწინებს საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს. ეს აისახა თავდაცვის და შსს სამინისტროების მუშაობაში, გაწეული რეკომენდაციები თითქმის უმეტესობა შესრულების პროცესშია. მაგალითად უშიშროების გამოყოფა ცალკე სამსახურად. ასევე ევროკავშირის რეგულაციები, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე მოსახლეობა არ აღიქვამდეს დადებითად, მაგრამ გრძელვვადიან პერსპექტივაში იგრძნობს მის დადებით და ეფექტურ შედეგს ეკონომიკური თვალსაზრისით. რატომღაც ავიწყდებათ, რომ ქვეყანა არის განვითარებადი სახელმწიფო და ძალიან ბევრი გამოწვევების და სირთულის წინაშე დგას.

აქვე მინდა ავღნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც რუსული სპეცსამსახურები ძალიან ხშირად მანიპულირებენ ამ თემით საქართველოს მოსახლეობაში. ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს საქართველოს მოსახლეობამ; სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო არ ნიშნავს პატრონს ქართული გაგებით და არ აყენებს ბატონის და შემსრულებლის პოზიციაში. პარტნიორი სახელმწიფო, (ამ შემთხვევაში ვისაუბრებ აშშ-ს მაგალითზე) ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარებაში, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში, მართლმსაჯულების დახვეწაში და საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანაში. საქართველოს აღიქვავენ თანაბარუფლებიან პარტნიორად. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივად აუცილებელია.

თუმცა, არის საკითხები, რომლის იგნორირებასაც ახერხებს. ეს ძირითადად შეეხება მისი პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნის საკითხს. პარადოქსია გიგი უგულავას პატიმრობის საკითხი, რომელიც კანონის და კონსტიტუციის სრული დარღვევით ხდება. ინტენსიურ რეჟიმში მიანიშნებენ ამ ხარვეზის გამოსწორებისკენ, მაგრამ აქ ხელისუფლება სრულ იგნორს უკეთებს არათუ თნამეგობრობის რეკომენდაციას, საკუთარ კანონს და კონსტიტუციას.

_შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციას როგორ აფასებთ, ვგულისხმობ სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფას, რამდენად ეფექტურია ეს ნაბიჯი?

_შსს რეორგანიზაცია ცალსახად პოზიტური ნაბიჯია და მისასალმებელია. ეს იყო გადაუდებელი და აუცილებლად შესასრულებელი. ძალიან მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. იყო ფუნქციონალური აღრევა მოვალეობებსა და მასში შემავალი სტრუქტურების. ხშირ შემთხვევაში რეალური ფუნქცია ეკარგებოდა და პოლიტიკურ პოლიციურ სტრუქტურად გვევლინებოდა. პოლიციელი არ უნდა იყოს გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან მისი პოლიტიკური მიზნების შემსრულებლად.

უშიშროების სამსახურის საქმიანობა ფოკუსირებული უნდა იყოს საფრთხეების პრევენციაზე და მის აღკვეთაზე . ამ ეტაპზე მე ვერ შევაფასებ მის პოტენციურ შესაძლებლობებს. ჯერ სულ რარაც ერთი კვირაა რაც შეიქმნა სამსახური. თუმცა ჩემი რჩევა და სურვილია რომ ძველი უშიშროების მუშაობის ტილი და სპეციფიკა არ გადმოიტანონ და არსობრივად რებრენდირებულ სამსახურად ჩამოყალიბდეს.

_რუსეთთან დიალოგს როგორ უყურებთ?

ეს არის სახელმწიფო, რემლთანაც ყველა მეთოდი და მცდელობა დიალოგის უნდა იქნას გამოყენებული. დიპლომატიური გზა არის უპირატესი დღევანდელი მოცემულობით და არა მილიტარისტული მიდგომა. მითუმეტეს, როდესაც მსოფლიო თანამეგობრობა ამ მეთოდის გამორიცხვაზე და უკანასკნელ, და არააუცილებელ ღონისძიებად განიხილავს კონფლიქტის მოგვარების, როდესაც ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და კიდევ განაგრძობს ქვეყნის ანექსიას მცოცავი ტემპით.

თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, გამართლება არ აქვს აბაშიძე-კარასინის მაგვარ სრულიად დამამცირებელ ფორმატს. რაც დადასტურდა რუსეთის მხრიდან უკანასკნელი დღეების განმავლობაში რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ, ქართულ პროდუქტზე ცინიკური განცხადებების გაკეტების დროს.

_დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილი სარჩელი წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ამ პროცესმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა - არის ეს ქიბარ ხალვაშის პირადი საკითხი ტელეკომპანიათან მიმართებაში თუ ეს არის ხელისუფლების ჩარევით დაწყებული ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ? როგორია თქვენი შეფასება და როგორ ფიქრობთ, რა რეაქციებს უნდა ველოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობიდან, როცა საქმე ეხება თავისუფალ მედიას?

_რუსთავი2-ის საკითხი არის ძალინ სენსიტიური, ეს ქონებრივ დავის საკითხად არ განიხილება, სცდება და გადადის პოლტიკური ბრძოლის კონტექსტში. რადგან არსებობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლანდელი პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, საპარლამენტო უმრავლესობის წინმსწრები განცხადებები ამ ტელეკომპანიაზე, სადაც დაუფრავად, ღიად გამოთქვამენ კერძოდ ამ ტელეკომპანიის მიმართ ნეგატიურ და ძალიან საშიშ განცხადებებს. ამის ფონზე სრულიად ობიექტურად უჩნდება კითხვები საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება ვალდებულია ამ სრულიად ლეგიტიმურად გაჩენილ კითხვებს უპასუხოს.

თავისუფალ მედიაზე ასეთი განცხადებები ავნებს მხოლოდ ხელისუფლებას. ეს განცახედებები პირდაპირ არის თავდასხმა მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე. რაც ძალიან ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო ასპარეზზე. თუკი, ხელისუფლებას აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, მის უცილობლივ შესრულებაზე, ხელი უნდა აიღოს ამ დამღუპველი ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება საერთაშორისო თანამეგობრობიდან. სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის ამომავალი წერტილი და მისთან ბრძოლა დააზარალებს ხელისუფლებას და დააშორებს დასავლურ ცივილიზაციას, რისკენაც ასე ისწრაფვის საქართველოს მოსახლეობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე გაცხადებულ დასავლურ კურსთან.

_პოლიტიკურ ვითარებას რაც შეეხება, უახლესმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობამ იკლო. რა შანსები აქვს მმართველ პარტიას 2016 წლისთვის, კვლავ გადაწონის თუ არა ივანიშვილის ფაქტორი და რა შანსები აქვს ოპოზიციას?

_კვლევის შედეგები პირდაპირპროპორციულია ხელისუფლების ქმედუუნარობასთან. შეუსრულებელი დაპირებები, არსებულის ვერ შენარჩუნება, ეკონომიკური ვარდნა, ლარის კურსის ვარდნა უდრის მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემას. ობიექტურად ჩატარებული არჩევნების პირობებში, დიდი ეჭვი მაქვს, მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე რამე სერიოზული შანსი ჰქონდეს ხელისუფლების შენარჩუნების. ივანიშვილის ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობამ ეგ რუბიკონი უკვე გადალახა 2012 წელს, როდესაც ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის მიუხედავად საარჩევნო ურნასთან ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. თუმცა, არც ყოფილი ხელისუფლების რეიტინგია სახარბიელო მდგომარეობაში, როგორც მეორე მთავარი მოთამაშის პოლიტიკურ ასპარეზზე.

მოკლედ, ასეთია სურათი: ოცნებისგან იმედგაცრუებული ამომრჩეველი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველია პოტენციურად. ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობაში გადავარდნილია მოსახლეობა. ფრუსტრირებულია და ვერც ხედავს პერსპექტივას ახალი, ღირებული ძალის შექმნის, რომელსაც ანდობს მისი და ქვეყნის ბედს. ასეთი ამომრჩეველი კი საერთო რაოდენობის საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელია. ამ ვაკუუმს შევსება უნდა, თუმცა ჰორიზონტზე არავინ სჩანს. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ღიად რუსულ პოლიტიკაზე ორიენტირებული ბურჯანაძე ინაშვილის ძალა, რომელიც ცდილობს ამ მდგომარეობით სარგებლობას. ამათი ხელისუფლებაში მოსვლა კი ქვეყნის, ღია და პირდაპირი ანექსიის ტოლფასია. ამიტომ მე მიმაჩნია, უნდა გაერთიანდნენ პროდასავლური ორიენტაციის ძალები და არ მისცენ საშუალება არა თუ ხელისუფლებაში მოსვლის, ბარიერის გადალახვისაც კი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42