„ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავებას დადგმულ პროვოკაციას უწოდებს.
როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, პოლიციამ გუშინ უფლებამოსილებას გადაამეტა.
„გიორგი კარბელაშვილი გუშინ ღამე მოდიოდა ომში დაღუპული გმირის, დავით ბლიაძის ოჯახიდან და მას თან ახლდა გარდაცვლილის ბიძაშვილი ელგუჯა ბლიაძე, რომელიც ამ დრომდე დაკავებულია. პოლიიცა იყო ხაზგასმით აგრესიული, რომელმაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა კარბელაშვილთან. ისინი დააკვეს და მათზე მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა. მთელი ღამე ვერ ვარკვევდით რა ხდებოდა. ბარამიძე იმყოფებოდა პოლიციასთან, რომელიც არ შეუშვეს შენობაში. ეს არის აშკარა პროვოკაცია და უფლებამოსილების გადამეტება. ძალიან კარგად ვიციცთ სად არის პოლიტიკური პრიორიტეტები ამ ხელისუფლების. ეს არის პროვოკაციები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, - აღნიშნა გაბაშვილმა.
დეპუტატის დაკავება ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. სისხლის სამართლის საქმე 353-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში შემდეგ კი გორში გადაიყვანეს,
ენმ-ს წევრი კარბელაშვილი დღეს დილით გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






