ბაბუშერას ტრაგედიის ორი მებრძოლის ნეშტი იმერეთში გადაასვენეს
პოლიტიკა - 11:42, 09 Aug, 2015     884

ბაბუშერას სამარხის გახსნის შემდეგ იდენტიფიცირებულთა ორი ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან იმერეთის რეგიონში გადაასვენეს. ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა. ღვთისმსახურებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოგვიანებით ემზარ თუთისანის ნეშტი ქუთაისის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპულის ხსოვნას საგანგებო ზალპით მიაგეს პატივი.

ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული ამირან გეგეშიძის ნეშტი კი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგანში სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი და სარდლობის შტაბის წარმომადგენლები.

სამხედრო პატივით დაკრძალვამდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტის სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ასევე მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42