,,რუსთავი 2-ის გარშემო სამარცხვინო ტაქტიკური პაუზა ქართული პოლიტიკის გაპროვინციალების დასაწყისზე მეტყველებს“
პოლიტიკა - 17:09, 08 Aug, 2015     3456
კარგია თუ ტელეკომპანია რუსთავი-2 თქვენდამი და პრორუსული ძალებისადმი, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური გემოვნებისაა, სწორედ, რომ ესაა მისი თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზომი - ასე ეხმაურება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი. ბაჩუკი ქარდავას თქმით, თავისუფალი მედიისთვის ლაგამის გამოდების პროცესი, აუცილებლად სახელმწიფოს სტაბილურობისა და მისი უსაფრთხოების მიჯნაზე გაივლის.

,,პოლიტიკოსობის ამბიციის მქონე ქალბატონებმა და ბატონებმა, სპიკერებმა, ვიცე-სპიკერებმა, მინისტრებმა და მომღერლებმა, მაღალი ინტელექტის აბიციის მქონეებმა, პროგრესულობის წარმოსაჩენად მედასავლეთეებმა, დემოკრატიის და თავისუფლების მედროშეებმა ხელესუფლებაში მოსვლამდე და ეხლა ხელისუფლების ქოლგის ქვეშ შეყუჟულებმა, თუნდაც ამ ქოლგის მიღმა დარჩენილებმაც კი, უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტთ ტაქტიკური პაუზა აიღოთ ან კიდევ ზოგიერთები ლაყბობას დაიწყებთ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის გასამართლებლად, თავისუფალი მედიისთვის ლაგამის გამოდების აგრესიული პროცესი დაიწყო, რომელიც აუცილებლად სახელმწიფოს სტაბილურობის და შესაბამისად, უსაფრთხოების მიჯნაზე გაივლის!

ტყუილად ირჯებიან ისინი, ვინც იარლიყების მიწეპებით ფონს გასვლას ცდილობენ. ცივილიზებულ საზოგადოებებში უკვე ყველა შეთახმდა, რომ მსოფლიოში 100%-ით დამოუკიდებელი მედია არ არსებობს. მსოფლიო მედიის მეტრებსაც კი გარკვეული პოლიტიკური გემოვნმება თუ სიმპათიები გააჩნიათ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიისა და პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ ამას არც მალავენ, რითაც მათი თავისუფლების ხარისხი და პრინციპულობა სიტყვის თავისუფლებასთან მიმართებაში ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. ასე, რომ ბევრისთვის სამარცხვინო ,,ტაქტიკური პაუზა“, ხოლო ზოგიერთის კიდევ უნიჭო ყრანტალი საქართველოს ყველაზე მძლავრი მედია საშუალების შეხედულებებზე წარსულსა თუ აწყმოში, თანამედროვე ქართული პოლიტიკის სახიფათოდ გაპროვინციალების დასაწყისზე მეტყველებს.

მინდა კრებითად მივმართო ამ აუდიტორიას, რომ თუ რუსთავი 2 თქვენი ოპონენტია, სწორედაც რომ ეს არის დღეს მისი ხიბლი და ამიტომაც არის უფრო სანდო სიტყვის თავისუფლების კუთხით, ვიდრე ზოგადად ხელისუფლებისგან მართული საინფორმაციო საშუალებები! ასე, რომ კარგია თუ ტელეკომპანია რუსთავი-2 თქვენდამი და პრორუსული ძალებისადმი, (არ მინდა ესენიც გამომრჩეს ხელისუფლებასთან და ,,თავშეკავებულებთან“ ერთად) ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური გემოვნებისაა, სწორედ, რომ ესაა მისი თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზომი და ამიტომაც მზად ვარ, დაუდგეთ ბოლომდე, არა ვინმეს საკუთრებას, არამედ ქართული სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ჯიხას!!!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42