ხელისუფლებას რუსთავი 2-ზე შეტევა არ უნდა გამოუვიდეს... საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას! - თამარ ჩხეიძე
პოლიტიკა - 16:44, 08 Aug, 2015     3278
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავას ეხმაურება ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, რომელიც აცხადებს რომ ივანიშვილის განზრახვები ამ ტელეკომპანიის მიმართ იმთავითვე გამოხატული იყო. თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი შეტევა თავისუფალ მედიაზე საგანგაშო და დამღუპველია ქვეყნისთვის.

,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოება პროტესტს აცხადებს საქართველოს არაოფიციალურ მმართველისა და მისი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის "რუსთავი ორის" დევნის გამო. ეს დევნა დღეს არ დაწყებულა. ივანიშვილის ხელისუფლების განზრახვები რუსთავი 2-ის მიმართ თავიდანვე გამოხატული იყო. მათთვის რასაკვირველია, თავიდანვე ყოვლად მიუღებელი იყო ასეთი მაღალი პროფესიული დონის და ყველაზე ყურებადი დამოუკიდებელი ტელეარხის არსებობა. მით უფრო, რომ მილიარდერის ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო რაიმე ღირებულის და კონკურენტუნარიანის შექმნა ტელესივრცეში.

ჩვენი პოზიცია ნამდვილად არ ეფუძნება არავითარ სუბიექტურს. (პირიქით, წლების მანძილზე რუსთავი ორის პოლიტიკური ფონი ხშირად არ ემთხვეოდა ჩვენსას, არც მისი ეთერია ჩვენთვის როდისმე განსაკუთრებით მისაწვდომი); მაგრამ ფაქტია ამ ტელევიზიის მაღალი დონე და უდიდესი ეფექტურობა, მისი ფუნქციონირების აუცილებლობა საზოგადოებისთვის. თავისთავად, მედია საშუალებაზე ხელისუფლების ასეთი შეტევა უაღრესად საგანგაშო და დამღუპველი მოვლენაა, რომელიც ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოუვიდეს. ქართულმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას!

მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური და პარტიული კუთვნილებისა, წინ აღვუდგეთ ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის განადგურების მცდელობას!“ - წერს თამარ ჩხეიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42