,,იმას მაინც ნუღარ იტყვით, რომ "რუსთავი" დამოუკიდებელია, ის" ნაციონალური მოძრაობისაა"! - მანანა კობახიძე
პოლიტიკა - 16:39, 08 Aug, 2015     3440
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი მანან კობახიძე:

,,ტკივილიანია აგვისტოს ეს დღეები ყველასთვის, სწორედ ამიტომ, არ მინდოდა "რუსთავი-2" ზე საუბარი ახლა, მაგრამ ალბათ სათქმელი ჯობია ითქვას, მითუმეტეს, როცა მათი ფანტაზია იქამდე მიდის, რომ კიწმარიშვილის მკვლელად ივანიშვილს აცხადებენ. კომპანიას ქიბარ ხალვაშმა უჩივლა. არ ვიცი, ზუსტად რა სამართლებრივი საფუძვლით, რა მტკიცებულებებით, რამდენად მყარი არგუმენტებით. სარჩელს არ ვიცნობ და არც შეიძლება ვიცნობდე, შეიძლება მოთხოვნა ხანდაზმულიც არის, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, სარჩელს არავინ დააკმაყოფილებს! დღეს სხვა დროა, სასამართლო დარბაზები ღიაა, საჯაროა, დღეს საზოგადოებრივი თუ მედია კონტროლი საკმარისად მაღალია საიმისოდ, რომ მოსამართლემ თეთრზე შავი არ თქვას! დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესების სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართვა, ეს ხელისუფლების ამოცანაა! ჩვენი მონაპოვარია მედიის თავისუფლება და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ხელი ხელისუფლებისკენ გამოიშვიროს და დაგვაბრალოს ის, რასაც თავად "წარმატებით" აკეთებდნენ. გვარამიას ვურჩევდი, დაელოდოს სასამართლოს და მუქარებს მოეშვას, მითუმეტეს სასამართლოს მიმართ მუქარებს, მაგრამ ეს ხომ მათი სტილია! აღარ ხართ ბატონო ნიკა, პროკურორი და აღარც ის დროა, როცა მოსამართლეებს თქვენთვის სასურველ განაჩენებს უკვეთავდით! და კიდევ, თქვენივე სიუჟეტებით თავადვე აღიარებთ, რომ, რაღაც გაუგებარი, ფარული გარიგებები არსებობდა ამ კომპანიის ირგვლივ, ხოდა დაელოდეთ სასამართლოს! ისე, გასაკვირია, თავად ამჟამინდელი მესაკუთრეები, ვინმე ყარამანაშვილები (გვარი თუ სწორად მახსოვს) სად არიან, რატომ ხმას არ იღებენ, თუ ვინმეს უფლებები ირღვევა სარჩელის შეტანით, ეს მათი უფლებებია და არა გვარამიასი, ან ნაცმოძრაობის... იმას მაინც ნუღარ იტყვით, რომ "რუსთავი" დამოუკიდებელია, ის" ნაციონალური მოძრაობისაა" დიდი ხანია!“ - წერს მანანა კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42