„რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი აღსრულების ერონვული ბიუროს გუშინდელ გადაწყვეტილებას აფასებს. იგი განმარტავს, რომ ტელეკომპანიის კუთვნილი ავტომანქანების გაქირავების აკრძალვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს „რუთავი 2“-ის სამეწარმეო საქმიანობას.
„გუშინვე მივმართეთ აღმასრულებელს გადმოეცა ასლი სასამართლოს გადაწყვეტილების, რომლის საფუძველზე ქონების დაყადაღების შესახებ აღსრულების დავალება გაიცა. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გვაქვს. ჩვენთვის არ არის ცნობილი რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რის შესახებ მიმართა ქიბარ ხალვაში ადვოკატმა. არ ვიცით - რა დააკმაყოფილა სასამართლომ და რა არ დააკმაყოფილა. როდესაც მხარე მიმართავს ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს, მოსამართლემ უნდა იმსჯელოს რამდენად არის ეს მოთხოვნა სამართლიანი და საფუძვლიანი. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს იმ ზიანზეც, რაც შესაძლოა ტელეკომპანიას მიადგეს. ჩემი აზრით, მთლიანი ქონების დაყადაღება არ უნდა მოხდეს. პირველი იმის გამო, რომ ის არის კერძო კომპანია და მეორე ის არის მედიაორგანიზაცია. ამიტომ მედიის ფუნქციონირებას ხელი არ უნდა შეეშალოს“, - განაცხადა იურისტმა.
მასალის გამოყენების პირობები






