"არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე..." - სკანდალის შემდეგ პეტრე კოლხი ქალიშვილს მიმართავს
სოც.მედია - 13:22, 07 Aug, 2015     29966

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში შვილის ფოტოების გავრცელების შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურებდა საკუთარ ქალიშვილს მიმართავს:

„Mari, კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად გითხრა... კარგია, რაც მოხდა... ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად. ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოყვეს შენს ყოველ ნაბიჯს... არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს. შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე... პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე... ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ... მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...

როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა... შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი. არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს... ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...

ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება... დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის... შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო... გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა... ეს ,,შტორმებიც" საინტერესოა... სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას... გული არაფერზე იტკინო... მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ...“, - წელს პეტრე კოლხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42