სკანდალი: სასამართლომ არალეგიტიმურად სცნო ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობა
პოლიტიკა - 19:27, 06 Aug, 2015     10067

დღეს დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც განიხილავდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევთა ერთი ნაწილის სარჩელს, რომლის თანახმადაც 2014 წლის 6 მაისს ჩატარებული პარტიის ყრილობა და მისი გადაწყვეტილებები იყო არალეგიტიმური, რადგან ყრილობას არ ესწრებოდა პარტიის წევრთა უმრავლესობა. სასამართლომ დააკმაყოფილა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრთა სარჩელი და აღნიშნული ყრილობა უკანონოდ აღიარა.

„ნიუპოსტი“ დაუკავშირდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს ბატონ გოჩა ჯოჯუას, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ 2014 წლის 6 მაისს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე არჩეულ იქნა არალეგიტიმურად, რადგან ყრილობა არ იყო უფლებამოსილი. ყრილობას არ ესწრებოდნენ ქრისტიან დემოკრატები და მას ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ იყვნენ მოძრაობის წევრები, მეტიც, იყვნენ სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები. სასამართლო უკვე რვა თვეა მიმდინარეობს და დღეს დასრულდა. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში ქართულ მართლმსაჯულება და მოსამართლე ქალბატონი მაია სვიანაძე ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი აღმოჩნდა და მან შეძლო სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება - აცხადებს გოჩა ჯოჯუა.

მისი სიტყვებით, „კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ არასრულყოფილია და იქ წარმოდგენილი რეგულაციები ბოლომდე იურიდიულად ვერ არეგულირებს პარტიის შიგნით მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, აღნიშნული კანონი ავალდებულებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს, დაიცვან გარკვეული მოთხოვნები, კერძოდ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ყრილობა. დარღვევები სწორედ ამ კუთხით იყო.

„ყრილობა, სადაც ნინო ბურჯანაძე იქნა არჩეული ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ, დარღვევებით ჩატარდა - ყრილობაზე ესწრებოდა მხოლოდ 11 ქრისტიან-დემოკრატი, ხოლო დანარჩენები, ვინც ყრილობაზე იყვნენ წარმოდგენილნიი იყვნენ არაუფლებამოსილი პირები, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები და მათ აირჩიეს ნინო ბურჯანაძე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ. ეს იყო სწორედ ჩვენი დავის საგანი. მოსარჩელები იყვნენ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრები, ფაქტიურად პარტიის 80%. დღეს მათ გამარჯვებას მიაღწიეს. 8 თვის წინ ჩვენ დავიწყეთ სასამართლო დავა, შევაგროვეთ პარტიის წევრთა ხელმოწერები და შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. დღეს ეს პროცესი დასრულდა და სამართალი აღსდგა - სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ის ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გახდა, კანონის მოთხოვნების დარღვევით ჩატარდა და იგი ბათიალდ იქნა ცნობილი,“ -აცახდებს ჯოჯუა.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2014 წლის 6 მაისის ყრილობის შემდეგ პარტიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვიოთმმართველობის არჩევნებში და გარკვეულ წარმატებას მიაღწია. შემდეგ ჩატარდა პარტიის მორიგი ყრილობა, სადაც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და ამჟამად ფუნქციონირებს როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

გოჩა ჯოჯუას განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას დაუბრუნდება ის იურიდიული პირობები, რაც არალეგიტიმურად ჰქონდა წართმეული და პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ნინო ბურჯანაძე კარგავს კომისიის წევრს ცენტარალურ და ყველა დონის საარჩევნო კომისიებში, დაფინანსებას, რომელიც მას აქვს სახელმწიფოსგან, და სხვა პრივილეგიებს, რომელიც აქვს კვალიფიციურ პარტიას. თუმცა, მას ზემოთ აღნიშნული დაფინანსების ნაწილი უკვე წაღებული აქვს არალეგიმიტურად, რაც მილიონ ლარზე მეტ თანხას შეადგენს.

„ჩვენ ვთვლით, რომ შარშან მოხდა პოლიტიკური პარტიის გასხვისება, მე არ ვიცი როგორ და რა ფორმით მოხდა ეს - გიორგი თარგამაძე, გადამდგარი იყო პარტიის თავმჯდომარეობიდან, პარტიის მთავარი კომიტეტის სამი წევრი არ ღებულობდა მონაწილეობას ამ პროცესში და მხოლოდ და მხოლოდ ლევან ვეფხვაძემ მოახერხა ეს. თუ როგორ, ეს მას უნდა ჰკითხოთ,“ - აცხადებს გოჩა ჯოჯუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42