პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ იზიარებენ მოზარებას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედება ლარის კურსის სტაბილურობას ხელს შეუწყობს.
ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებსი გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
იგი ინტერესდება, თუ რატომ გადადო ვეტოს დაძლევა პარლამენტმა, თუ ამ კანონის ამოქმედებით ლარის კურსის პრობლემა მოგვარებოდა.
"ყველა პროფესიონალი ეკონომისტისთვის ძალიან ნათელია, რომ ამ კანონის ამოქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს ლარის კურსის სტაბილურობასთან. თუმცა თუ მაინც ვინმეს ბუნებაში მაინც ჰგონია, რომ კანონის ამოქმედებით ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას და ხელს შეუშლის დევალვაციას, მაშინ აბსოლუტურად გასაკვირია, რატომ არ მოხდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დაუყოვნებლივ და რატომ გადაიტანეს ეს პროცესი სექტემბრისთვის, თან როცა ვისმენდით განცხადებებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდნენ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი შესაძლოა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






