უმრავლესობის წევრები პრემიერი მინისტრის განცხადებას რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ. როგორც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იმ სავაჭრო ურთიერთობის დაკარგვა, რაც რუსეთთან გააჩნია.
"ევროპასთან რაიმე ურთიერთობას შეუშლის თუ არა ხელს, ნუ ნერვიულობს "რუსთავი 2" ნურასდროს ნურაფერზე ძალიან გთხოვთ, რადგან არავითარ ურთიერთობას ევროპასთან ჩვენ არ გავაფუჭებთ, პირიქით, თანმიმდევრულად გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა და უფრო უკეთესი გვექნება ყოველწლიურად", - განმარტა ზურაბ ტყემალაძემ.
საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთთთან სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით დიდ წინსვლას მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები






