პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დროა „ქართული ოცნება“ შეეგუოს იმ რეალობას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არ არის კოალიციის პოლიტიკური გუნდის წევრი.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემა „პოლიტარტში“ სტუმრობისას განაცხადა.
„პრეზიდენტი შეიძლება იყოს დასახელებული პოლიტიკური პარტიის მიერ, ჰქონდეს გარკვეული ბმა ამ გუნდის პოლიტიკურ ისტორიასთან, თუ პოლიტიკურ მომავალთან, მაგრამ თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა იყოს არა რომელიმე პარტიის პოლიტიკის გამომხატველი, არამედ უნდა შეეცადოს შეაგროვოს პარტიები, შეაგროვოს შეხედულებები. ამ თვალსაზრისით, პრეზიდენტი ახერხებს თუ არა ამ ფუნქციის ძალიან კარგად შესრულებას.. არ ვიცი.. შეიძლება იყოს სურვილები, მეც შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ მეტად შეძლოს ამ ფუნქციის შესრულება, არა მხოლოდ ოპოზიციური სპექტრის თავმოყრა და მათი მოსაზრებების გაერთიანება, არამედ კიდევ უფრო ფართოდ, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის პოზიციების თავმოყრა, როდესაც საქმე ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს ეხება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






