მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს და ერთ-ერთი არის ის, რომ საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთთთან სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით დიდ წინსვლას მიაღწია.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი მინდა აღვნიშნო, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ შედეგს, რომელიც უკვე გვაქვს რუსეთ-საქრათველოს შორის, ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას. მესამე წელია სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. წლების წინ სააკაშვილის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო გაწყვეტილი იყო დიალოგი რუსეთთან და ჩვენს პროდუქციას ედო ემბარგო. ჩვენ შევძელით, კონსტრუქციული და პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით ამ ბაზრის ხელახლა გახსნა. ჩვენ ამას ვაფასებთ. ვფიქრობ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






