როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის და ამაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
„ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეუწყოთ თავისუფალი მედიის განვითარებას. ყველამ ნახა, რომ დღეს მედია თავისუფალია. ჩვენ, რომ სხვა განზრახვა გვქონოდა ეს პროცესები ასე არ გარძელდებოდა. ჩვენი მთავრობის ნებაა, რომ თავისუფალ მედიას ხელშეწყობა ჰქონდეს. საქართველოში ძლიერი თავისუფალი მედია არსებობს. ამ კონკრეტულ დავას რაც შეეხება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც პრემიერი და მოქალქე მომხრე ვარ სამართლიანობის აღდგენის. თუმცა ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის და ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამაში მთავრობის როლი ნულის ტოლფასია“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბიზნესმენმა "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა წილების დაყადაღებაის საკითხიც დააყენა.
მასალის გამოყენების პირობები






