სასჯელაღსრულების მინისტრი მიიჩნევს, რომ არასამთავრობოების იდეა საზოგადოებრივ მონიტორინგის მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით სერიოზული განაცხადია.
კახი კახიშვილის თქმით, ეს იდეა არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აქამდე არ არსებობდა.
„სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ყველა დაწესებულებაში შედიან, ესაუბრებიან პატიმრებს და ამის მექანიზმები გაწერილია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიყავით სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც მივეცით სახალხო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს ციხეეში ფოტოაპარატით შესვლის უფლება, თუმცა მეორე მხრივ, ციხეში უნდა იყოს სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არის ციხე და დახურული სარეჟიმო დაწესებულება. სასამართლოს თავის დროზე ასეთი კონტაქტები რომ დაეშვა, მაშინ თავად პატიმრობას არ მიუსჯიდნენ", - განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, კახი კახიშვილი არასამათვრობო ორგანიზაციებს ხვდება. არასამთავრობოთა ნაწილი ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის აღდგენას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






