ნიკა გვარამია - დღეს ხელისუფლების და ხალვაშის წარმომადგენელი "რუსთავი 2"-ის ბორდში არის "რიჟა"
პოლიტიკა - 22:13, 05 Aug, 2015     4946

ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში ტელეკომპანიის წილების შესაძლო გასხვისებასაც შეეხო. გვარამია განმარტავს, რომ ეს ფაქტობრივად ამჟამადაც შეუძლებელია, რადგან "რუსთავი 2"-ის ბორდში ხელისუფლებას და ქიბარ ხალვაშს ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი - ვინმე "რიჟა", რომელიც ბლოკავს წილების გასხვისებას და ხელს უშლის კომპანიის ეკონომიკურ განვითარებას.

"ქიბარ ხალვაში არ არის პირველი ვინც ხელისუფლების მხრიდან „რუსთავი 2“-ის მიმართ ზეწოლას აწარმოებს. თუ აქამდე საზოგადოებამ არ იცოდა მე შემიძლია დღესვე გითხრათ, „რუსთავი 2“-ის მეწილე 9%-ში არის გარდაცვლილი გოგი გეგეშიძე, რომლის ცოლი, მისი მემკვიდრე, არის მთლიანად ანგაჟირებული ხელისუფლების მიერ. მისი წარმომადგენელი დღეს რეალურად არის ე.წ. საზოგადოებისთვის სამწუხაროდ ცნობილი ყბადაღებული „რიჟა“, რომელიც იღებს მონაწილეობას „რუსთავი 2“-ის ბორდის სხდომებში და ბლოკავს ყველანაირ წილის გასხვისებას და ამით ეწინააღმდეგება კომპანიის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ხელისუფლებამ და ქიბარ ხალვაშმა ძალიან კარგად იციან - რომც გვინდოდეს ამ წილების გასხვისება ეს თეორიულად შეუძლებელია იმიტომ, რომ ვეტოს უფლება აქვს მათსავე წარმომადგენელ „რიჟას“, მე მისი სახელი და გვარიც არ მახსოვს,
ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი მიზეზი, მიზანი არის აბსოლუტურად განსხვავებული, ეს არის ბოლო შეტევა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ბოლო ზაფხული როდესაც დიპლომატების აქ არყოფნის პერიოდში შესაძლებელია რამე გამოტყუონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღებაც მოადუნონ იმიტომ, რომ შემდეგი წელი არის საარჩევნო წელი და ეს უბრალოდ თეორიულად შესაძლებელი იქნება, მაგრამ მე მათ ვპირდები „რუსთავი 2“-ის ყველა მაყურებელთან ერთად, მარტო მე არა, „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელი და ყველა მაყურებელი მათ ჰპირდება - მაღლა მზე იქნება და „რუსთავი 2“ იქნება იქ სადაც არის, არაფერი მეგობრებო არ გამოვა აქედან," - აცხადებს ნიკა გვარამია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42