გვარამია - "ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში, თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში"
პოლიტიკა - 21:46, 05 Aug, 2015     4331
"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ქიბარ ხალვაშის მიერ სასამარლოში სარჩელის შეტანას "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა:

"ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქოფაკი ქიბარ ხალვაში რომ სხვას რამის მიტაცებაზე ედავება, უკვე ძალიან სასაცილოა და ცინიკური.

მეორე, სამართლებრივად რაიმეს მიღწევა „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების წინააღმდეგ შეუძლებელია, ამისი შანსი არის ნულოვანი, რადგან ისინი არიან კეთილსინდისიერი მყიდველები.

მაქსიმუმი რასაც ქიბარ ხალვაშმა შეიძლება მიაღწიოს ეს არის კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაუხადოს მას სახელმწიფომ ან იმ პირმა, ვინც მას რამე წაართვა, რაშიც ძალიან ღრმად შემაქვს ეჭვი," - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სასამართლო არ განიზრახავს ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ხელისუფლების თანამონაწილეობას და არ წაუცდება ხელი უკანონო გადაწყვეტილებებისკენ.

"ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დემოკრატიული ინსტიტუტი, ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი მედია, „რუსთავი 2“ და მისი ხელყოფა ესე მარტივი ამბავი არ არის და ესე უშედეგოდაც არ დამთავრდება, თუ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ. ეს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გასაგონადაც მინდოდა მეთქვა," - აცხადებს გვარამია.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანის უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავს.

"საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში, თავისთავად ცხადია ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ნამდვილად შეპყრობილია ბოლო პერიოდში ტოტალიტარული შიზოფრენიით, ბოლო წერტილი უკვე იყო ეს მრავალათასიანი კონცერტები, რომელიც სრულიად გაუგებრად ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა ისტერიის გამომწვევი, „რუსთავი 2“-ს შეუტიეს ყველა მხრიდან, არსაიდან არაფერი არ გამოვიდა და ბოლო კოზირი, ბრჭყალებში როგორც ჩანს არის ქიბარ ხალვაში, როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, ისე ამ მხარეებიდან არ გამოვა, „რუსთავი 2“ იდგება მყარად საკუთარი ინტერესების და ქართული დემოკრატიის დასაცავად.

ხელისუფლება ამ მორიგი შემოტევით, როგორც წინა შემოტევებით კიდევ უფრო გაიმდიდრებს საკუთარი წარუმატებლობების ბიოგრაფიას. ეს იქნება ახალი და უნიკალური ფურცელი ხელისუფლების წარუმატებლობების ბიოგრაფიაში," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2", ასევე, ქიბარ ხალვაშის შესაძლო პოლიტიკურ მიზნებზეც ამახვილებს ყურადღებას და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში არის ქართული ოცნების წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი და მას არაერთხელ დაუყენებია რუსტავი 2-ის წილების საკითხი ხელისუფლების წინაშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42