რუსეთი ამ თემას მუდმივად გამოიყენებს ჩვენს საწინააღმდეგოდ - ვაშაკიძე ემბარგოზე
პოლიტიკა - 19:17, 05 Aug, 2015     2993
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ემბარგოს საგარეო უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ.
საზოგადოება ,,ივერიას“ დამფუძნებლის, დიპლომატის -ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გადატვირთვა თავიდანვე ნეგატიური შედეგების ნიშნებს ატარებდა, რადგან როდესაც საქმე გვაქვს მტერთან, ის ურთიერთობის ნებისმიერი ფორმატს პოლიტიკურად ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებს.

როგორც ვაშაკიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რუსეთის ქმედებებში გასაკვირი არაფერია და ქართულ მხარესთან მსგავსი თემებით მანიპულირებას და თამაშს თავს არასოდეს დაანებებს. რაც შეეხება ღვინის ექსპორტის მოცულობას და მიღებულ სარგებელს, ექსპერტის თქმით, შედეგმა აჩვენა, რომ ქართულმა მხარემ ამ არჩევანის გაკეთებისას სერიოზული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიული დათმობები გააკეთა.

„რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გამოცოცხლების იდეას, თავიდანვე ვაკრიტიკებდი. ეს საკითხი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს მიმზიდველი, მაგრამ როდესაც საქმე გაქვს მტერთან, ის ნებისმიერ ასეთ თემას პოლიტიკურად ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებს. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 2015 წლის განმავლობაში რუსეთში გასული ღვინო დაახლოები 6,7 მილიონი ლიტრია. სუფთა მოგებაზე რომ გადავიყვანოთ 20 მილიონზეც არ ადის და კიდევ კაცმა არ იცის ამ რაოდენობიდან რამდენი გაიყიდა და გაიყიდება საბოლოდ, გამოდის, რომ უმნიშვნელო ფინანსურ შემოსავალზე სერიოზული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიული დათმობები გავაკეთეთ. ახლა სწორედ ამ არასწორი ნაბიჯის შედეგებს ვიმკით. რუსეთი მუდმივად ითამაშებს ამ თემით. იმის და მიხედვით, თუ როგორ დაიძაბება საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით. შესაბამისად ეს არ არის ერთ-ერთი მძიმე ნეგატიური გამოვლინებანი, რომელიც კარასინე-აბაშიძის ფორმატთან არის დაკავშირებული“, - ამბობს ვაშაკიძე.

ექსპერტი რუსეთის ბაზრზე გასვლით კიდევ ერთ ნეგატიურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას და ქართული ღვინის ხარისხის გაუარესებაზე საუბრობს.

„ამ ექსპორტმა თავად ქართული ღვინოც აზიანა, რადგან ძლივს დავიწყეთ ხარისხის გამოსწორება და ევროპულ ბაზრებზე შესვლა, ამ დროს რუსული ბაზარი გაიხსნა და ქართველი მეღვინეების დიდმა ნაწილმა მკვეთრად დააგდო ხარისხი, იმ ფილოსოფოსიიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი ნაკლებ ხარისხსაც აიტანდა. მოკლედ, რუსეთთან ვაჭრობის განახლებაში ნეგატიურს ბერვს ვხედავ, პოზიტიურს კი ძალიან ცოტას “, - აცხადებს ვაშაკიძე.

ექსპერტი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსაც აკრიტიკებს.

„ის საგარეო პოლიტიკური საქციელის სტილი, რომლის განსახიერებაც არის აბაშიძე, ამას მე პოლიტიკურ იმპოტენციას ვუწოდებ. შესაბამისად ვერანაირ რჩევებს პოლიტიკურ იმპოტენტებს ვერ მივცემ. საერთოდ ამ ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა შევწყვიტე დიდი ხანია, რადგან ამაში აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ვაშაკიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42