ამის შესახებ ფანჯიკიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის პრევენციისთვის საქართველოს მთავრობას ახალი ბაზრები და მათ შორის ევროკავშირის ბაზარი უნდა აეთვისებინა.
„როდესაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შექმნა აბაშიძე-კარასინის ფორმატი და ეცადა რუსეთთან ურთიეთობის ნორმალიზებას, ერთ-ერთი მთავარი თემა ამ მოლაპარაების იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს სხვა ბაზრების ძებნა საქართველოს პროდუქციისთვის და მითუმეტეს, არ უნდა მოხდეს მცდელობის დაკლება, რომ ევროკავშირის ბაზარი იქნას ათვისებული“, - ამბობს ფანჯიკიძე.
იგი ხელისუფლებას ახსენებს, რომ საქართველომ გასულ წელს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.
„ამ ხელშეკრულების ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე ბევრი ბერკეტი გვქონდა, რომ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაგვეტანა. სამწუხაროდ ეს არ მოხდა. ჩემი აზრით, რუსეთის გახსნილი ბაზარი უნდა ყოფილიყო დამატებით ბაზარი და მთავარი ორიენტირი უნდა ყოფილიყო ევროკავშირის ბაზარზე, რომელთანაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა. ჩემი კრიტიკის თავარი ობიექტი ხელისუფლებაა, რადგან ერთი წელია ხელშეკრულება ძალაშია და ხელშესახები წარმატება ჯერჯერობით მე არ მინახავს. ის, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და ყოველ წუთს შეუძლია გამოიყენოს ემბარგო, როგორ პოლიტიკური ბერკეტი, ეს ყველასთის ცხადია იყო. ამიტომ ამის პრევენცია უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ ათვისებულიყო ახალი ბაზრები და მათ შორის ევროკავშირის ბაზარი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






