ნინო გიორგობიანმა შსს-ს პრესსამსახურის უფროსის პოსტი დატოვა
პოლიტიკა - 15:09, 05 Aug, 2015     7580

ნინო გიორგობიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის პოსტი დატოვა. ამის შესახებ გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის საქმიანობას გომელაურის უწყებაში გააგრძელებს.

„მეგობრებო, გადავდივარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვტოვებ გამართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პროფესიონალი თანამშრომლებით. ამ 3 წლის განმავლობაში ერთად ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ და ბევრი საინტერესო დღეები გავიარეთ. მადლობა ყველა მედიასაშუალებას აქტიური თანამშრომლობისათვის! მედიასთან წარმატებული ურთიერთობის კუთხით ერთი ამბავი მახსენდება, როდესაც ყველა მედიასაშუალებამ პირველ ადგილზე ადამიანის სიცოცხლე დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევის ადგილზე იყო, გარკვეულ დრომდე არ გააშუქა ის მოვლენა... ჩვენი დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყოველ დღე უამრავ საქმეს ვაკეთებთ, რომლებსაც ვერ ჩამოთვლი... თუმცა, არ შემიძლია არ გამოვყო ის კამპანიები, რაც ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ! პირველ რიგში გამოვყოფ ანტინარკოტიკულ კამპანიას - სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტური ღონისძიებების შემდეგ, საზოგადოებასთან ჩვენმა კომუნიკაციამ რეალური შედეგი გამოიღო და ე.წ. „ბიოს“ მოხმარება 90 პროცენტით შემცირდა. ჩვენი კამპანია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე გამოვყოფდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელმაც ასევე რეალური შედეგი გამოიღო და საგრძნობლად გაიზარდა მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობა... ჩვენმა დეპარტამენტმა და პირადად მე არაერთი მადლობის წერილი მივიღეთ ბატონი რიჩარდ ნორლანდისგან სხვადასხვა აქტუალური თემის გაშუქებისთვის, როგორიცაა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ბავშვთა პორნოგრაფის გამოვლენის სათანადო გაშუქება.. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩემი ინიციატივით მოხდა დაკავებულებისთვის მასალის გავრცელების დროს სახის დაფარვა და ტექსტებში მხოლოდ ინიციალებით მოხსენიება. მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი დეპარტამენტი შევქმენით ყველამ ერთად. აქ თითოეულმა თანამშრომელმა იცის თავისი ფუნქცია და იცის, როგორ უნდა აკეთოს საქმე! წარმატებას ვუსურვებ მას, ვინც სათავეში ჩაუდგება ამ სამსახურს! მე ყველანაირად მის გვერდში ვიდგები!“, - წერს გიორგოაბიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42