"27 წლის ქალს 7 თვის შვილი შიმშილით უკვდება" - ჟურნალისტის მიმართვა და თხოვნა საზოგადოებას
სოც.მედია - 11:28, 05 Aug, 2015     9827

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას 27 წლის ახალგაზრდა ქალბატონის დახმარების თხოვნით მიმართავს.

„ახალგაზრდა, 27 წლის ქალს 7 თვის შვილი შიმშილით უკვდება. დღეს დამირეკეს და გვთხოვეს, რომ რამით დავეხმაროთ. სოციალურად დაუცვლის სტატუსს არ ანიჭებენ, რადგან იმავე სახლში ცხოვრობს მისი დედამთილი - ხელფასით, დასაქმებულია. მაგრამ რძალსა და შვილიშვილს არ ეკონტაქტება. გოგო კვირაში ორჯერ სისხლს აბარებს, რომ აღებული ფულით შვილი გამოკვებოს. სამშობიაროდან არ წერდნენ თანხის გადახდის გარეშე. ქმარმა ის გამოსავალი იპოვა, რომ საბურავი მოიპარა, გაყიდა და ჩვილი სახლში წამოიყვანა. დააპატიმრეს, 7-წლიანი სასჯელი ემუქრება. მარტო დარჩენილ დედას სთავაზობენ, რომ, რადგან ასეთი პირობები აქვს, შვილი თავშესაფარს ჩააბაროს. ველაპარაკე ამ გოგონას და სირცხვილით მხოლოდ რაღაცებს ვდუდღუნებდი, ხმა არ ამომდიოდა პირიდან.

"გამომძიებელი რეპორტიორი" ორშაბათს შეხვდება მას - ირინა გაბელაიას. მაგრამ ჩვენ მხოლოდ მასალებს ვამზადებთ ახალი სეზონისთვის. სექტემბრამდე არ გავალთ ეთერში. მივმართავ ყველა კოლეგას, სხვა ტელევიზიებს, გაზეთებს, ყველა მედიასაშუალებას - თუ სეზონი რომელიმეს არ დაგიხურავთ, გააშუქეთ ამ ახალგაზრდა ქალბატონის საშინელი ყოფა. იქნებ შესაბამისმა ინსტანციებმა გამოსავალი იპოვონ.

თუ ვინმეს შეგიძლიათ მისი დახმარება, თუნდაც მცირედით, მე ვაქვეყნებ მის ნომერს. ეს გოგო და ბავშვი თუ ვერ გადაარჩინა ამხელა ქვეყანამ, ასეთ ქვეყანაში არც სხვა ღირებულებები გადარჩება. მივმართავ სახალხო დამცველს, სოციალური დაცვის სამსახურს, არასამთავრობო სექტორს, ეკლესიას, უველა მოქალაქეს - სისხლის უკანასკნელი წვეთიც რომ ჩააბაროს, შვილს ასე მაინც ვერ გადაარჩენს. 555584839 - დედა ირინა გაბელაიაა“, - წერს ტოკლიკიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42