ნინოშვილის მოსახლეობა წყლის მიწოდების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს
პოლიტიკა - 17:56, 04 Aug, 2015     1847

ლანჩხუთის სოფელ ნინოშვილში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უპირისპირდება, რომელსაც სოფლისთვის წყლის მიწოდების პრობლემა უნდა მოეგვარებინა.

კომპანია "უნივერსალ ჯორჯია 2008"-მ ტენდერში ორი პროექტი მოიგო და მას სოფელ ნინოშვილისა და არჩეულის წყალმომარაგება უნდა უზრუნველეყო.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროექტი არასწორად იყო გაკეთებული, რადგან ორივე სოფლისთვის წყალის მიწოდება ვერ შეძლეს. მათივე თქმით, პირველ ეტაპზე კომპანიამ სოფელ არჩეულში დაასრულა სამუშაოები, სოფელ ნინოშვილისთვის კი წყლის საკმარისი რაოდენობით მიწოდება ვერ შეძლო.

"მოვითხოვთ შეჩერდეს პირველი პროექტი, რადგან ორივე სოფლისთვის წყალი საკმარისი არ არის. პირველ ეტაპზე არჩეულში გაუშვეს წყალი, ჩვენთან კი მთლიანად დაშრა და უწყლოდ დავრჩით. არასწორად დააპროექტეს ჩასატარებელი სამუშაოები და ამ ზაფხულში ჩვენ ჩავვარდით საშინელ დღეში. სასწრაფოდ მოგვიგვარონ პრობლემა, თორემ აქციებს უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა"- განაცხადა აქციის ერთ-ეთმა მონაწილემ.

ლანჩხუთის გამგებლის პირველი მოადგილის, ნუგზარ ცინცაძის განცხადებით, ხვალ ამ საკითხთან დაკავშირებით გამგეობაში სპეციალური სხდომა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს წყალთან დაკავშირებით ადგილობრივების პრობლემის გადასაჭრელად.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42