თბილისის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
პოლიტიკა - 17:02, 04 Aug, 2015     1957

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს.

თბილისის მერის მოადგილემ - გიორგი ხელაიამ, დეპუტატებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი წარუდგინა. მისი განცხადებით, 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის 46 მლნ, 654 ათასი ლარით გაზრდა არაერთი მნიშვნელოვანი მიზეზითაა განპირობებული. როგორც გიორგი ხელაიამ აღნიშნა, მათ შორის საგულისხმო, თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედაგად დატრიალებული ტრაგედიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის და უეფას სუპერთასის ხელშეწყობისათვის საჭირო თანხების მოპოვებაა. მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით ავარიული შენობების გასამაგრებლად, მიწისქვეშა გასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მობილიზების კუთხით, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის მოწყობისა და სპორტული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დროული გადაჭრისთვის, აუცილებელია ბიუჯეტიდან თანხების გადანაწილება.

დღესვე, საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - გიორგი ტყემალაძემ, დეპუტატებს თბილისის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის შესახებ საკითხი წარუდგინა. მისი განცხადებით, 2015 წლის 17 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიული სიით არჩეულ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ლევან მხეიძეს. საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლევან მხეიძის ადგილმონაცვლედ წარმოდგენილ იქნა, ამავე პარტიული სიით, საკრებულოს წევრობის კანდიდატი მარინა დათუკიშვილი. შესაბამისად, მისივე თქმით, მარინა დათუკიშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, იგი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიების წევრი გახდება. კომისიების პერსონალურ შემადგენლობაში, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა მამუკა ახვლედიანის პირადი განცხადების საფუძველზეც, რომელიც, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობიდან, გარემოს დაცვის კომისიის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და მათივე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების საკითხებზე იმსჯელეს. მერიის სპორტის, განათლებისა და ახალაგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ზაზა ცინაძემ, საკრებულოს წევრებს, „თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსური სპორტული ცენტრისა“ და „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ გაერთიანების (შერწყმის) შედეგად „ინტეგრირებული სპორტული ცენტრის“ შექმნის შესახებ პროექტი წარუდგინა. სხდომაზე განხილულ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეპუტატებმა, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს - ლია ჯახველაძეს მოუსმინეს, რომელაც თბილისში არსებული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის სახელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესარჩევი კონკურისის ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა წარადგინა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატებს ასევე, თბილისში, ორი ქუჩის სახელდების საკითხი გააცნო, რომლის თანახმადაც, ნაძალადევის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს - ცხრა ძმის ქუჩის III შესახვევი, ხოლო ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთს, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩა ეწოდება.

დეპუტატებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს დადებითი რეკომენდაციით მისცეს და თოთხმეტივე საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42