ომბუდსმენი ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:14, 04 Aug, 2015     2449

ომბუდსმენის აპარატი ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„31 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ვებ გვერდზე გავრცელდა რამდენიმე ორგანიზაციის (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), იდენტობა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)) ერთობლივი განცხადება. განცხადებაში სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატს ე.წ. „კორტების საქმეზე“ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავასთან ვიზიტი არ განუხორციელებია. ამასთან, განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდებენ „პროაქტიურად განახორციელოს ვიზიტები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მოინახულოს ბრალდებული და სათანადო რეაგირება მოახდინოს მისი უფლებების დარღვევის ფაქტზე“.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებს არ მოუნახულებიათ ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოინახულეს ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან მე-8 დაწესებულებაში გადაყვანამდე და მას შემდეგაც. ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბრალდებულის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა საყოფაცხოვრებო საკითხებს და რომელთა შესახებ თავად პატიმარი ფირცხალავა წერილობით ინფორმირებულია.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დეპარტამენტისგან ბრალდებულის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი მოითხოვა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ფირცხალავასთან ვიზიტი განახორციელეს როგორც 30 ივლისს (თუმცა შეხვედრა ვერ შედგა ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ყოფნის გამო), ასევე, 1 აგვისტოს, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვას ისახავს მიზნად. თუმცა, მიუღებლად მიაჩნია განცხადების გავრცელება ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების გარეშე, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციები მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან მსგავსი ტიპის მგრძნობიარე თემებზე განცხადებების გაკეთებას და არ შეუწყობენ ხელს დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42