საყოველთაო ჯანდაცვა ფინანსური პრობლემების წინაშე დგას - "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა - 12:26, 04 Aug, 2015     1920

„ნაციონალური მოძრაობა“ საყოველთაო ჯანდაცვაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 9 თვის (3 კვარტალი) ხარჯი 360 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო. დავით სერგეენკომ ამ პროგრამის ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ თვეში საშუალოდ 40 მლნ ლარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო, ანუ დღეში საშუალოდ 1,3 მლნ.

ბამისად, პროგრამა დეფიციტურია.

გასულ კვირაში მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 9 თვის ბიუჯეტი 361 მლნ ლარიდან 404 მლნ ლარამდე გაზარდა, ანუ ის 43 მლნ ლარი დაამატა, რომლის დეფიციტი უკვე განვლილი 7 თვის განმავლობაში წარმოიშვა.

ეს კი ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას კიდევ მინიმუმ 35 მლნ ლარი უნდა დაამატონ სხვა წყაროებიდან, სულ ჯამურად კი, დამატებული თანხის ოდენობა დაახლოებით 80 მლნ ლარი გამოვა.

ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად დაფარა. არა! დავალიანება რჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

ისედაც, ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წილი მხოლოდ 25%-ია (არადა ბევრს ჰგონია, რომ საავადმყოფოში შესულ პაციენტს ყველაფერს სახელმწიფო უფინანსებს). ზემოაღნიშნული პრობელემები კი ისევ პაციენტების და მათი ოჯახების ჯიბეებს აწვება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42