კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა
პოლიტიკა - 19:56, 03 Aug, 2015     1522
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან გამართა.
სახალხო დამცველმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრეს, ასევე, შეეხნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და რეგულარულ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი საერთო პრიორიტეტია მსჯავრდებულების უფლებების დაცვა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ყველაზე მთავარია ამ პრობლემის გარშემო კონსულტაციები, გამოსავალის ძიება და საჭირო ამოცანების დასახვა. სახალხო დამცველთან ერთად შევთანხმდით, რომ ჩვენ მუდმივად, საჭიროებიდან გამომდინარე კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გავმართავთ შეხვედრებს, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ და დავსახავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სისტემის გაუმჯობესება. ვიმუშავებთ მუდმივი კონტაქტისა და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხს შეეხნენ, რომელიც სისტემაში არსებობს.„სასიამოვნოა, რომ მინისტრმა პირველი სამუშაო დღის ნაწილი სწორედ სახალხო დამცველთან ვიზიტს დაუთმო და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიზმი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულების ხარისხი გაიზრდება და დავსახავთ კონკრეტულ გზებს, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“.
შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და მოადგილე ნათია კაციტაძე ესწრებოდნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42