პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:17, 03 Aug, 2015     6171
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე მსჯავრდებულ ქალთა შეწყალებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა, ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა.

საზოგადოებისა და პოლიტიკოსების აქტივობის შედეგად, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ქალთა როლი უფრო მეტად გაძლიერდა.

ქვეყნის პირველი პირი აქტიურად უჭერს მხარს საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას, ასევე, სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებას, პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობს ქალთა საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა 2013 წლიდან დღემდე 59 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელს 250 ქალი მსჯავრდებული იხდის.

საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ეკიდება ქალთა უფლებების დაცვის მიმართ გამოთქმულ ყველა მოსაზრებასა და ინიციატივას.

გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიასთან ერთად ყურადღებით გაეცნობა კონკრეტულ ხედვებს, თუკი ასეთი იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს მჟავანაძე.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტს ქალი პატიმრების მიმართ მეტი ჰუმანურობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქალი პატირმების პირობები საკმაოდ რთული და ამ მხრივ მიდგომები გადასახედია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42