საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებელი ნიკა რურუა The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "საქართველომ რუსეთთან კონფლიქტი შეამსუბუქა."
რურუა ამის გამო კრიტიკას გამოთქვამს ზურაბ აბაშიძის მიმართ, რომლის ციტატაც არის მოყვანილი სტატიაში, სადაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ნატოს წევრობა არც დღევანდელი და არც ხვალინდელი დღის საკითხი არაა.
„ბატონი აბაშიძე არის ყოფილი საბჭოთა დიპლომატი, ვისაც გულის სიღრმეში, როგორც მე ვიცი, არ სჯერა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება ოდესმე. ის თავის ურწმუნოებას და შიშებს ვერ იკავებს და სკეპტიციზმს აფრქვევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მან ექვსი თვის წინ თქვა, გუშინ თუ დღეს, რადგან ეს კაცი ასე ფიქრობს“, - ამბობს რურუა.
The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას "რია ნოვოსტიც" გამოეხმაურა. რუსული საინფორმაციო სააგენტოს სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობაში The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ საქართველო ცდილობს დაალაგოს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან.
მასალის გამოყენების პირობები






