ნიკუშა ნატროშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეგობრებმა კიკეთში დაჭრეს მიმართვას ავრცელებს და დახმარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.
"უღრმესი მადლობა ყველას! საერთოდ, ყველას, ვინც უბრალო ლოცვაში მომიხსენია და ვინც ფინანსურად დამეხმარა, ყველას ვინც ინერვიულა და გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ამბავი! ძალიან დიდი მადლობა სრულიად საქართველოს! განსაკუთრებით მადლობა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და მის პერსონალს, ქირურგებს, რეანიმატოლოგებს, ექთნებს და ა.შ. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. თქვენ გამაძლიერეთ და მომეცით იმის ძალა, რომ მე აქამდე მოვსულიყავი! დიდი მადლობა ჩემი მეგობრების დიდ და დაუღალავ არმიას. ჩემ საოცარ მშობლებს დედა, მამა ბრავო! მოკლედ, მიყვარხართ მთელი გულით და სულით! ჩვენ ეს შევძელით!", - წერს ნატროშვილი.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ნატროშვილი რამდენიმე თვის წინ კიკეთში დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რამდენადაც ცნობილი გახდა, დამნაშავეები ნატროშვილის მეგობრები არიან - თეიმურაზ აფციაური და პაპუნა გოშაძე, რომელსაც ნიკუშა ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






