,,ყველაფერი ძალიან მაგარია რაც დღეს ანაკლიაში ხდება! სულელი უნდა იყო ამ ფესტივალის წარუმატებლობა გაგიხარდეს!
პარალელურად ვხედავ ხელისუფლება და ხელისუფლების მეხოტბეები აქტიურად მოუწოდებენ ყველას არ იყვნენ დაუნახავები, უმადურები, იყვნენ სამართლიანები და დააფასონ ის რაც დღეს იქ ხდება.
თუ სამართლიანობაზეა საუბარი, ბოლომდე სამართლიანობა იყოს ბატონებო და ის ადამიანიც გაიხსენეთ ვისი "ამბიციის", "სიგიჟის" და "ავანტიურის" დამსახურებაცაა ის რაც დღეს იქ ხდება. მას ყველანი თქვენ გიჟს უწოდებდით, როცა ანაკლია-განმუხურის განვითარებაზე ალაპარაკდა. 2 წელიწადში გაკეთდა ის, რაზეც თქვენ ასე ქედმაღლურად თავს იწონებთ.
2 წელიწადში ჭაობიდან ქალაქი აშენდა და მესამე წელიწადს თქვენ მას, მოქმედ პრეზიდენტს, ანაკლიაში არ უშვებდით. მიქაია დაახვედრეთ და გასძახოდით: უფლება არ გაქვს აქ ჩამოხვიდეო! ასე იყო ეს და როცა დღეს სხვის "უმადურობას" ხედავთ, იქნებ თქვენს გულში ჩაიხედოთ ჯერ...
არაუშავს! ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. GEM fest-იც ჩაივლის, თქვენი ხელისუფლებაც ჩაივლის, განვითარებული ანაკლია ჩვენს შვილებს დარჩებათ...
Mikheil Saakashvili მადლობა იმ "სიგიჟისთვის" რაც მაშინ ჩაიდინე და იმისთვის რაც დღეს ჩემს ქალაქში ხდება!!!“ - წერს ბათლომე შელია.
მასალის გამოყენების პირობები






