,,მომიტევეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მე რომ დავიძინე, მეზობლის სიზმარმაც გადაუხვია და ანტრიკოტა კახიშვილმა ჩაანაცვლა. ან, იცოდა, მის სიზმარში რომ დავბოდიალობდი და თავი მოიკატუნა, რაც დღეს წარდგენისას თქვა, ის არ დამანახა, ანუ, მღებრიშვილი და კახიშვილი ტყუპებივით რომ არიან - ორივე იურისტი, ჰყავთ ორორი შვილი, გამოირჩევიან წესიერებით და სულაც, ჯგუფელები ყოფილან. მოკლედ, სიზმრებზე წვდომა არის, მექანიზმია დასახვეწი. ჩვენ კი რამდენიმე დეტალი არ უნდა დაგვავიწყდეს - კახიშვილისთვის ამ პოსტზე დანიშვნა ოცნება ყოფილა, რაც, დამეთანხმებით, შემაშფოთებელია - წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ოცნებობს, ციხეების უფროსი გახდეს. მღებრიშვილმა დამოკიდებულება პოლიციელებისადმი დანიშვნამდე ორი დღით ადრე გამოხატა, როდესაც ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში გადაიყვანა და ცინიკურად დასძინა, მისივე უსაფრთხოებისთვისო. მოკლედ, კვლავაც, პოლიციელისთვინ არავინაა... და ერთიც - არ აგერიოთ მინისტრი გოგა მღებრიშვილი და აწ მისი მოადგილე მღებრიშვილი. ის სხვაა, სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა და ბენზინს იპარავდა შლანგით. ანტრიკოტაც იქვეა. ფსიქიატრიც. ასე რომ, მეზობლის სიზმრებს აწიც არ მოგაკლებთ“ - წერს გივი თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






