,,რესპუბლიკელებს აგულაშვილის კანდიდატურა არ შეუთავაზებიათ...“ - ხმალაძე ახალ მინისტრებს დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 14:30, 01 Aug, 2015     1147

უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება.

როგორც ხმალაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, გიორგი მღებრიშვილის და კახი კახიშვილისგან დადებითი მოლოდინები აქვს.

„ბატონ მღებრიშვილს თავის დროზე პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. მინდა გითხრათ, რომ ამ თანამდებობაზე მისი ყოფნისას მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები განხირციელდა. მის მუშაობას დადებითად ვაფასებ. გარკვეული ხარვეზები არის, მაგრამ ეს სისტემა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ იდეალური მდგომარეობის მიღწევას დიდი დრო დასჭირდება. ჩემი აზრით, მან საკმარისად კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა, რაც აჩენს იმის იმედს, რომ ახალ თანამდებობაზე შესაბამის შედეგებს მიაღწევს. იგივე შემიძლია ვთქვა კახი კახიშვილზე. მთელი რეფორმების პროცესში, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროში განხორციელდა, მისი როლი მნიშვნელოვანი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ გააგრძელებს კურსს და ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ რეფორმებს“, - ამბობს ხმალაძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერს შს მინისტრის პოსტზე „რესპუბლიკელებმა“ გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა შესთავაზეს ხმალაძე უარყოფს.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „რესპუბლიკელებს“ ეს საკითხი არ დაუსვავთ და არ შეუთავაზებიათ გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა“, - ამბობს ხმალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42