,,ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება!“
პოლიტიკა - 14:27, 01 Aug, 2015     3014
,,არ შევეგუებით სახელმწიფოს უმოქმედობას, არ შევეგუებით სასამართლოს უპრინციპობას, არ შევეგუებით არაპროფესიონალიზმს“ - ანდრო ბარნოვი გუშინდელ სასამართლო პროცესს საკუთარ ბლოგზე ეხმაურება და მადლობას უხდის მის 23 წლის ახალგაზრდა ადვოკატს, საკუთარი პროფესიონალიზმისა და გონიერებისათვის.

,,გუშინ სასამართლომ აღიარა, რომ პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ამით პასუხი გასცა იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების შესრულებით! თუმცა საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მოწმედ დაბარებული ყველა პოლიციელი მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ მათ ჩემი გადაადგილების აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ! დროა ყველამ - პოლიტიკოსებმაც, პოლიციელებმაც და მოსამართლეებმაც ისწავლონ, რომ უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით!

არ შევეგუებით სახელმწიფოს უმოქმედობას, არ შევეგუებით სასამართლოს უპრინციპობას, არ შევეგუებით არაპროფესიონალიზმს სადაც უნდა იყოს ეს - პოლიციაში, ჯარში, სასამართლოში, განათლების სისტემაში თუ ეკონომიკაში. ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება! ჩვენ არ ვართ მაჩანჩალები და არც არავის მათხოვრები, რწმენით, ცოდნითა და შრომისმოყვარეობით, ჩვენი ხელით შევქმნით საკუთარ მომავალს!

გუშინ ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავიც იყო - ჩვენი მომავლიდან მოვლინებულ კიდევ ერთ ადამიანს შევხვდი - ესაა ჩემი 23 წლის ადვოკატი, დავით კაკოიშვილი - ძალიან გონიერი, თავისი საქმის პროფესიონალი და უაღრესად ნათელი ადამიანი. მადლობა მის მშობლებს და მის თავისუფალ უნივერსიტეტს ასეთი მომავლის აღზრდისთვის! ყველა რეიტინგით საუკეთესო ქართული იურიდიული კომპანია BGI Legal, რომელსაც დავითი დღეს წარმოადგენს, ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზეა - საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალები კომპანიის ყურადღების მიღმა არ რჩებიან“ - წერს ანდრო ბარნოვი.

http://barnovi.blogspot.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42